ახალი სოციალური სასწავლო პროგრამა ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის – რის შესაძლებლობებს გაძლევთ ბი დი სი აკადემია

ახალი სოციალური სასწავლო პროგრამა ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის – რის შესაძლებლობებს გაძლევთ ბი დი სი აკადემია

 

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიამ ყველა ქვეყანაში და საქართველოში ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის შეცვლა გამოიწვია, მათ შორის ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო სფეროსაც და სწავლა განათლების პროცესმა აუდიტორიებიდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვალა. ევროპული განათლების აკადემია ერთ ერთი პირველი იყო , რომელმაც მიუხედავად არსებული მდგომარეობისა სწავლის უწყვეტად მიწოდება მსურველთათვის დისტანციურ რეჟიმში განაგრძო. დისტანციურის სწავლის მოდელმა ახალი შესაძლებლობები გააჩინა და აკადემიის დირექტორმა ქალბატონმა ნათია შათირიშვილმა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ახალი სოციალური სასწავლო მოდელი შეიმუშავა. სასწავლო პროგრამა გულისხმობს უცხოეთში დასაქმებული ქართველებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამა გულისხმობს მოკლე ვადიან ონლაინ სწავლებას სხვადასხვა პროფესიულ პროგრამებზე , როგორებიცაა საექთნო,ფარმაცია, კულინარია, საკონდიტრო საქმე და სხვა. სწავლის პროცესი მიმდინარეობს შეთანხმებულ დროს ემიგრაციაში დასაქმებული პირებისთვის. დირექტორის გადაწყვეტილებით სპეციალურად ემიგრანტებისთვის მოქმედებს საფასურის გადახდის სპეციალური ფასდაკლების და გადახდის გრაფიკის სისტემა, პროგრამა ბოლო ათი თვეა რაც ამოქმედდა და ამ ხნის მანძილზე არა ერთი კმაყოფილი კურსდამთავრებული შეეძინა ბი დი სი აკადემიამ ემიგრანტების სახით.
ემიგრანტი რუსუდან. გ. – ,,არაჩვეულებრივი ქალბატონია აკადემიის ფარმაციის ლექტორი ქალბატონი ქეთი, ძალიან კარგად ხსნის ლექციას, ვალიდოლივით მამშვიდებს მისი საუბარი. ძალიან განათლებულია თავის პროფესიაში. ასევე მინდა ვთვა, რომ ჩემი ჯგუფი რომელებსაც დილის საათებში გვიტარდება ლექციები ძალიან მომოწონს.“
ემიგრანტი თამარ. ლ. – ,, მინდა მადლიერება გამოვხატო, თქვენი აკადემიის მიმართ და ლექტორ ქალბატონი ჟანას მადლობა გადავუხადო ასეთი სწორედ შერჩეული ტრენინგისთვის, მე საჯარო გამოსვლების ტრენნიგის მხოლოდ ოთხი საათი გავიარე და უზომოდ კმაყოფილი ვარ. ამ ლექციების შემდეგ გასაუბრება წარმატებით გავიარე და სამსახურიც დავიწყე. „
ემიგრანტი ელენე.ნ. – ,,მადლობამ მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ნათია ასეთი კარგი პროექტისთვის, საუკეთესო პედაგოგები გყავთ,
ევროპული განათლების აკადემია ბიდისი ასევე ახორციელებს დასაქმება სტაჟირების ოფიციალურ პროგრამებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ,მათ სორის გერმანიაში, იტალიაში, ისრაელში, რომელიც პანდემიური მდგომარეობის გამო დროებით შეჩერებულია, თუმცა მისი დასრულების შემდგომ აკადემია კვლავაც განაახლებს ამ მიმართულებით მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ ევროპული განათლების აკადემია ბიდისი უკვე თოთხმეტი წელია მოღვაწეობს საგანმანათლებლო ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში აკადემიამ შეძლო ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნება და იგი ერთ ერთ ლიდერ პოზიციაზეა ამ სფეროში.
აკადემიას გააჩნია ერთი სათაო სასწავლო ოფისი თბილისში და ოთხი ფილიალი ქუთაისში, გორში, თელავსა და ბათუმში.
დაინტერესებულ პირებს შეგიძვლიათ ეწვიოთ ბიდისი აკადემიის ვებ გვერდს.
bdc-academy.ge ან დარეკოთ 593 25 25 08.

მთავარი

CATEGORIES
TAGS
Share This