ბი დი სი აკადემიამ საექთნო კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა

ბი დი სი აკადემიამ საექთნო კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა

ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი გორის ფილიალში 2020 -წლის საექთნო და ფარმაციის სასერთიფიკათო კურს დამთავრებულებს  აკადემიის დირექტორმა ნათია შათირიშვილმა კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკათები გადასცა და ასევე მათ კურსის წარმატებით გავლა მიულოცა. ცერემონიას ადგილობრივი მედიის წარმოადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აკადემიის დირექატორს კითხვები პანდემიის პერიოდში მიმდინარე სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე და ასევე ონლაინ სწავლებაზე დაუსვეს. ნათია შათირიშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად აკადემიამ შეძლო გაეგრძელებინა დისტანცირებული სწავლის პროგრამა და ასევე ყველა რეკომენდაციის დაცვით სააუდიტორიო სწავლება. მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ონლაინ სწავლება სამწუხაროდ ისეთი ეფექტური არაა, რომ მსმენელმა მაღალხარისხიანი ცოდნა მიიღოს.  მან აქვე დასძინა, რომ მიუხედავად პანდემიისა აკადემიაში სწავლის მსურველთა რაოდენობა არ წყდება და განსაკუთრებული მოთხოვნა საექთნო საქმის პროფესიის შესწავლაზეა გამახვილებული.

CATEGORIES
TAGS
Share This