ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფრის 25 ბინადარს კორონა ვირუსი დაუდგინდა

ბათუმის მოხუცებულთა თავშესაფრის 25 ბინადარს კორონა ვირუსი დაუდგინდა

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 35 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა – 25 თავშესაფრის ბინადარია, 10- თანამშრომელი. კიდევ ხუთი ადამიანი ტესტის პასუხს ელოდება.

თავშესაფრის ხელმძღვანელი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ნაწილი კი – საკარანტინო სივრცეებში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 225 აჭარიდანაა.

CATEGORIES
TAGS
Share This