მესამე პაციენტის რომელიც დღეს ინფექციურში გარდაიცვალა ალცაიმერის დაავადება ქონდა და იგი შესაძლოა სხვა ნებისმიერ შემხვედრ დაავადებას მოეკლა – რეანიმატოლოგი თამარ ტყეშელაშვილი

მესამე პაციენტის რომელიც დღეს ინფექციურში გარდაიცვალა ალცაიმერის დაავადება ქონდა და იგი შესაძლოა სხვა ნებისმიერ შემხვედრ დაავადებას მოეკლა – რეანიმატოლოგი თამარ ტყეშელაშვილი

პციენტი რომელიც დღეს ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ალცაიმერის უმძიმესი ფორმის დაავადება ქონდა, რომელიც მსოფლიოში სიკვდილიანობით მეოთხე ადგილზეა. როგორც რეალინფოს წყარო უყვება 86 წლის ქალბატონს ამ დაავადების უმძიესი ფორმა ტვინის ატროფია ქონდა და მას კორონა ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო. პაციენტს აგრეთვე გულის უკმარისობაც ქონდა და იგი ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 18 მარტიდან მკურნალობდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში რეანიმატოლოგი თამარ ტყეშელაშვილი აღნიშნავს, თუ კი პაციენტს ქონდა ალცაიმერის დაავადების მძიმე ფორმა , როგორიცაა ტვინის ატროფია , შესაძლებელი იყო პაციენტის სიკვდილი ნებისმიერ სხვა შემხვედრ დავადებას მათ შორის რესპურატიულ დაავადებასაც კი გამოეწვია, მითუმეტეს მაშინ როცა პაციენტი იყო უკვე მოხუცებულ ასაკში. ამიტომ ექიმის გნცხადებით ის არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი , რომ კორონავირუსი კლავს.

Realinfo.ge -მ ალცაიმერის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო ენციკლოპედიიდან მოიპოვა სადაც ამ დაავადების მახასიათლებზეა საუბარი. ალცჰაიმერის დაავადება — თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით. ეს დაავადება პირველად აღწერა გერმანელმა ექიმმა ა. ალცჰაიმერმა 1970 წელს.ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

მხოლოდ აშშ-ში 1,5 მილიონ ადამიანს აღენიშნება ალცჰაიმერის დაავადება. ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრები 1,3 მილიონი ადამიანიდან 30%-ს აქვს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი.

ამ დაავადების აღმოცენება არ არის დამოკიდებული ეროვნებაზე, რასაზე ან სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. როგორც წესი, დებიუტირებს 40-50 წლის შემდეგ, თუმცა აღწერილია დაავადების ადრეული ასაკიც – 28 წელი. დაავადება ხშირად ამოუცნობი რჩება და სიკვდილიანობის მიზეზთა შორის იგი მეოთხე ადგილზეა (მხოლოდ აშშ-ში ამ დაავადებისგან 100 000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად).

ალცჰაიმერის დაავადების დროს ხდება ტვინის ატროფია – მოცულობისა და წონის შემცირება, ასევე – ქერქის ხვეულების განლევა, ქერქის ღარებისა და პარკუჭების გაფართოება. ატროფიას ყველაზე მეტად განიცდის თხემის, საფეთქლისა და შუბლის წილები.

CATEGORIES
TAGS
Share This