,,ბედნიერებისგან ვასხივებ  ქართველი რომ მქვია” -რომეო Შონია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

,,ბედნიერებისგან ვასხივებ ქართველი რომ მქვია” -რომეო Შონია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების ეროვნული დაჯილდოების ცერემონია პერსონა არ Ღალატობს ტრადიციას და წელს 24 დეკემბერს გალა ცერემონიაზე Ჩვენი ქვეყნის წარმატებულ 60 ადამიანს პერსონას ტიტულიᲗ დააჯილდოებს.

პროექტის 15 კაციანი საკოორდინაციო საბᲭოს მეᲨვეობიᲗ სფეროს განვიᲗარებასა და ხელᲨეწყობისᲗვის მᲗელი წლის მუᲨაობის Შედეგად წელსაც საუკეᲗესოᲗა Შორის საუკეᲗესო პერსონები ᲨირᲩნენ.

მედიცინის,  განაᲗლების, კულტურის,  ბიზნესის ,  იურიდიული სფეროს და საჯარო მოხელეებს და სხვა სფეროს წარმომადგენლებს წინ Ძალიან პოზიტიური და ემოციებიᲗ სავსე საᲦამო ელიᲗ.

რომეო Შონია ახალგაზრდა ქარᲗველი ემიგრანტია პეტერბუგიდან , რომელიც პერსონა 2021 -ის ტიტულს მიიᲦებს.

რომეო როგორია ემიგრანტის ᲗვალიᲗ დანახული საქარᲗველო? რა გენატრებაᲗ ყველაზე მეტად?

საქართველო ალბათ , როგორც ყველა ემიგრანტისთვის დიდ ტკივილიან მონატრებასთანა დაკავშირებული. სამშობლო სადაც დაიბადე , გაიზარდე აიდგი ენა , სადაც შეიძინე მეგობრები, ახლობლები და ერთ მშვენიერ დღეს აცნობიერებ, რომ გიწევს ემიგრაციაში წასვლა ტოვებ შენს, ჩემს , ჩვენს საქართველოს და სრულიად სხვა პლანეტაზე ,სხვა რეალობაში, არაფრის და არავის გარეშე იწყებ ახალ ცხოვრებასთან ჭიდილის. დღეს უკვე ორი წელია საქართველოს მიწას არ შეხებია ჩემი სხეული . საქართველო როგორია ჩემთვის? – თითქოს ყველაფერი მაქ და ამასობაში არაფერი, ყველგან რაღაცას და ვიღაცას ეძებ, ყველაფერში ქართულს ეძებ. თითქოს ლოდი გაწევს გულზე , რომელიც მონატრების, სულიერი თავისუფლების და ქვეყნის სიყვარულით არის გამოწვეული.საქართველო ასოცირდება დედ-მამის ,ძმის მეგობრების , ნათესავების გაუმაძღარ მონატრებასთან.

უმაᲦლესი განაᲗლების მიᲦების პარალერულად მზარეულის პროფესია ᲨეისწავლეᲗ და პეტერბურგᲨი მცხოვრევლებს უზიარებᲗ ქარᲗულ კულინარიას, რას ნიᲨნავს ეს ᲗქვენᲗვის და როგორი დამოკიდებულება აქვᲗ მაᲗ ქარᲗული კერᲫების მიმარᲗ?

ჩემი პროფესია არის სულიერი შინაგანი თავისუფლების ზონა. კულინარია ერთერთი საპასუხისმგებლო პროფესიაა მითუმეტეს, როცა სხვა ქვეყანაში გიწევს საკუთარი ქვეყნის კულინარიის გაცნობა. სადაც მეტნაკლებად იციან ქართული კერძებზე იმ საოცარ გემოებზე, რაც ქართულ კერძებს ახლავს.  დაინტერესება დიდია ქართული კერძების მიმართ, როცა კლიენტი უკვეთავს კერძს და მისი მოლოდინს ბევრად აჭარბებს კერძი, აღფრთოვანებული გეძახის, გილოცავს მარჯვენას და თან დაყოლებს ,,გრუზინსკი კუხნია ეტა ფანტასტიკა“და ის აუცილებლად ჩავა შენს ქვეყანაში ამაზე დიდი ბედნიერება არარსებობს ,შინაგანად ამაყი ხარ და ბედნიერებისგან ასხივებ რომ გქვია ქართველი ,ზუსტად ამისთვის ,რომ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება ,ზუსტად იგივე გზას გავივლიდი ,რასაც ემიგრანტის ცხოვრება ქვია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი ხარᲗ ამავ დროულად , რა გეგმები გაქვᲗ ამასᲗან მიმარᲗებაᲨი?

უნივერსიტეტის დამთამრების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები ჩენს სამშობლოში . ჩემს რეგიონში , სადაც გავაგრძელებ მოღვაწეობას . საკუთარი ცოდნის რეალიზებას ახალგაზრდებში ხელი შეუწყო ახალგაზრდებს სწორად განსაზღვრონ თავიანთი მომავლის გზა ,სწორად აირჩიონ პროფესიები და დავამსხვრიოთ სტერეოტიპები რო თუ უმაღლეში ვერ მოვხვდით ეგ დასასრულია პირიქით ეს დასაწყისია ახალი ეტაპის. აირჩიო პროფესია სწორად და წინ წამოვწიოთ პროფესიული განათლება უმაღლესის დინეზე .ამით ჩემი აზრით უფრო მეტი პერქსპექტივა ექნებათ დასაქმდნენ საკუთარ რეგიონში თუ ქალაქში და ახალგაზრდების გადინება არმოხდეს ქვეყნის გარეთ და არ მოუწიოთ ემიგრანტის სტატუსის ტარება.

ქველმოქმედი ახალგაზრდა ბრᲫანდებიᲗ, რას გრᲫნობᲗ ქველმოქმედების კეᲗების დროს?

ქველმოქმედება ჩემთვის ასე განიმარტება როცა შეგიძლია სხვისი გაბედნიერება თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანით და ცხოვრებას უხალისებ მაშინ შენც ბედნიერი ხარ.  შენც გიხარია .თითქოს თვით ყმაყოფილების გრძნობა გეუფლება და მოტივაციას უფრო გიღრმავებს,  რომ იმოძრაო სიკეთე გადამდებიას ფარგლებში

რა არის Თქვენი წარმატების ფორმულა?

ჩემი წარმატების ფორმულა შეიძლება ექვს პუნქტად დავყო : თვითრეალიზაცია, ჯანსაღი თვით შეფასება თუნდაც კრიტიკული, შეცდომების აღიარება,ზრუნვა , სიყვარული და ფიზიოლოგია. შეცვალო დᲦეს და არა ხვალ, გადადგა ბევრი კრიტიკული ნაბიჯები და რაც მთავარია დრო არასდროს გაცვალო ფულში.

ხალხის სიყვარული რას ნიᲨნავს ᲗქვენᲗვის?

ხალხის სიყვარული ერთერთი მამოძრავებელი ძალაა , რომელიც არ გაძლევს მოდუნების უფლებას, რომლის მოპოვება არცᲗუ ისე ადვილია. შენი შემოქმედებას,  რომ დიდი სიყვარულით პასუხობენ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ესე იგი ამ წუთისოფელში ამაოდ არ გიცხოვრია. ხალხის სიყვარული ნიშნავს რომ ესე იგი ადამიანად შემდგარიხარ ,,რასაც გასცემ იმას მოიმკი.

„.და ბოლოს ყველა ემიგრატს ვუსურვებ უახლოეს დროში საკუᲗარ მიწაწყალზე დაბრუნებას. ყველაზე დიდი ოცნება და სურვილი ალბათ ესაა ემიგრანტებისთვის.

ასევე მადლობა პერსონას რომ ასე ზრუნავს და ცოტათი მაინც უმსუბუქებს ემიგრანტებს ცხოვრებას და ისინი სულ ახსოვს მის ქვეყანას.  მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის.

CATEGORIES
TAGS
Share This