პოეტი ნაᲗია ხადური ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

პოეტი ნაᲗია ხადური ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულს მიიᲦებს

საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების ეროვნული დაჯილდოების ცერემონია პერსონა არ Ღალატობს ტრადიციას და წელს 24 დეკემბერს გალა ცერემონიაზე Ჩვენი ქვეყნის წარმატებულ 60 ადამიანს პერსონას ტიტულიᲗ დააჯილდოებს.

პროექტის 15 კაციანი საკოორდინაციო საბᲭოს მეᲨვეობიᲗ სფეროს განვიᲗარებასა და ხელᲨეწყობისᲗვის მᲗელი წლის მუᲨაობის Შედეგად წელსაც საუკეᲗესოᲗა Შორის საუკეᲗესო პერსონები ᲨირᲩნენ.

მედიცინის,  განაᲗლების, კულტურის,  ბიზნესის ,  იურიდიული სფეროს და საჯარო მოხელეებს და სხვა სფეროს წარმომადგენლებს წინ Ძალიან პოზიტიური და ემოციებიᲗ სავსე საᲦამო ელიᲗ.

ნაᲗია ხადური გახლავᲗ პოეტი და პროზაიკოსი , მისი Შემოქმედება  ყველას აᲦაფრᲗოვანებს, ყველას ხიბლავს. ერᲗი ლექსების კრებულისა  და ორი რომანის ავტორს წინ დიდი ᲨემოქმედებიᲗი გზა აქვს. მისი ერᲗერᲗი რომანი ინგლუსურადაც გამოიცა და ახლა უკვე გამოსაცემად ახალი ლექსების კრებულსა და რომანს ამზადებს.

ნაᲗია ხადური წელს ,,პერსონა 2021″ –   ის ტიტულს მიიᲦებს.

ნაᲗია ხადური

მერე ეს……. ზღვისფერ სილურჯეს სექტემბერი გადაიყოლებს,
დრო სულ ყველაფერს მოგონების სკივრში ინახავს,
შენ შეგიძლია შემობრუნდე, როგორც სიცოცხლე,
ბრუნდება ხოლმე გაზაფხულით მზისფერ მირაჟთან…

შენ შეგიძლია დაიხვიო ხელზე მანძილი,
და არა ის, რომ შორსა ხარ და ვეღარ ილოცებ,
შენ შეგიძლია დაბრუნდე და კვლავაც იწამო,
გოდების კედლის სიმტკიცე და ისევ მოიქცე
რწმენაში…

გულანთებულს, რომ გიყვარდა ხოლმე ზეცის თმენა,
მზის სიცილი შენი თვალებით,
ღმერთმა სამყარო აიღო და შენში ჩატია,
ჰოდა, დაბრუნდი……….
სული ცოცხლობს განა ლხენით,
მხოლოდ წვალებით….

მოიქცე უნდა პეტრედ, პავლედ, ანდა ტიმოთედ,
შეძელი ის, რომ თავმდაბლობით მაღლა განდიდდე,
თორემ ვინ ნახა გამდიდრება ვერცხლით ან ფულით,
შენ შეგიძლია დაბრუნდე და ღმერთით გამდიდრდე….

შენ შეგიძლია მოიფშვნიტო ხელისგულები,
შემოიძარცვო სხეული და იშვა თავიდან,
ხომ გახსოვს, მცირე რწმენის გამო შუაგულ ზღვაში,
დაუფიქრებლად გადახტება პეტრე ნავიდან…

და გაოცებით იტყვის, – ნუთუ, შენ ხარ უფალო?
ჰო, ღმერთი ყველგან არის, რადგან ერთია,
შენ შეგიძლია დაბრუნდე და ისევ მოიქცე
რწმენაში,
რადგან ერთადერთი განძი, რომელსაც დედამიწაზე ვიძენთ ცაში მცხოვრები დიდი ღმერთია….

ღმერთი რომელიც თავისას ითხოვს და გველოდება…
ღმერთი, რომლის სიყვარულიც უთვალთმაქცოა და ერთგულება არაფარისევლური…
პატიებისთვის ერთადერთი მიზეზიც კმარა – მონანიება….
რადგან არარსებობს დედამიწაზე ცოდვა რომელიც ტოლობის ნიშანს დაუსვამს ღმერთის სიყვარულს…
ღმერთი დიდია……..

 

CATEGORIES
TAGS
Share This