ბიდისი აკადემია პროფესიული განათლების ახალ პროექტში ჩაერთო

ბიდისი აკადემია პროფესიული განათლების ახალ პროექტში ჩაერთო

🔸საერთაშორისო განათლებია აკადემია ბიდისი ჩაერთო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს პლატფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორის წარმომადგენელი კომპანიების და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთმანეთთან დაკავშირებას და  საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელზე დაფუძნებული პროგრამების განვითარებას

 

შეხვედრა პროფესიული უნარების სააგენტოს და PMC კვლევითი ცენტრის ერთობლივი ინიციატივით, USAID-ის ეკონომიკური მართვის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა,  🤝

🔸ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე აუდიტორიას და სააგენტოს სამომავლო გეგმები და ხედვა გააცნო. ასევე,  სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ, კერძოდ, მიმოიხილეს დარგობრივი უნარების ორგანიზაციების (დუოს) შექმნის პერსპექტივა, როლი და მნიშვნელობა თანამედროვე უნარების ეკონოსისტემის ჩამოყალიბების პროცესში

CATEGORIES
Share This