ნომინაციაში “ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი 2024” წარდგენილია ჯანეტ  დადეშქელიანი

ნომინაციაში “ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი 2024” წარდგენილია ჯანეტ დადეშქელიანი

ლიდერ ქალთა საზოგადოების გუნდს დღეს კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი ქალბატონი შეემატა, პროფესიით იურისტი, თუმცა არასოდეს უმუშავია მას ამ მიმართულებით.

დღეს  ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ ჟანნეტ დადეშქელიანი აფრასიძე, რომლის კარიერული მოგზაურიბაც ერთობ საინტერესო და გასაოცარია.

ჯანეტი ეცნობა ლიდერ ქალთა საზოგადოებას, მოკლედ გვიყვება თავისი საქმიანობის შესახებ… გვესაუბრება გზაზე, რომელმაც იგი მიიყვანა იქ, სადაც დღეს არის.

– დავიბადე და 15 წლამდე ვიზრდებოდი აფხაზეთში. 17 წლიდან მქვია დედა, მყავს სამი არაჩვეულებრივი შვილი.ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟიშვილი, ასევე  ორი ანგელოზი შვილიშვილი.რაც შეეხება საქმიანობას, 13 წელია ვარ ფრანგული კომპანიის „ივ-როშე“-ს გუნდის წევრი, რომელიც ქმნის დახვეწილ, ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.ამდენ წლიანმა გამოცდილებამ ჩამომიყალიბა გუნდური მუშაობის თვისებები, პასუხისმგებლობის მაღალი დონე, კომუკიკაბელურობა, ორგანიზების უნარები, უამრავ სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა, მომცა მარტივად კომუნიკაციაში შესვლის გამბედაობა.

ჯანეტს ვკითხეთ, თუ რა როლი ეჭირა მისს ცხოვრებაში იმას, რომ იგი ქალია

-ის რომ ქალი ვარ, საქმიანობაში ჩემთვის არ ყოფილა არც პრიორიტეტი და არც ხელის შემშლელი ფაქტორი.ვამაყობ ჩემი პატარა წამოწყებით, მჯერა საკუთარი შესაძლებლობების.ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული და განსხვავებული შევქმენი, თუმცა ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ შევძელი უამრავი ადამიანის სითბო და სიყვარული დამემსახურებინა.რასაც ვქმნი, ვქმნი სიყვარულით, ქართული სულით და ღირსებით, ამაყად ვემსახურები ეროვნულ საქმეს. ვეხმარები ადამიანებს, ვაბედნიერებ მათ და ამით ასმაგად ვბედნიერდები.

ჯანეტი გვიზიარებს რთულ სიტუაციას, რომელიც შეხვდა კარიერაში. ასევე გვესაუბრება იმაზე, თუ რა ისწავლა ამ გამოცდილებიდან.

-ცხოვრება არ არის მხოლოდ ია და ვარდით მოფენილი გზა.რა თქმა უნდა, არც მე ვარ გამონაკლისი. არსებობს ცხოვრებისეული  ეტაპები, რომლებიც დაკავშირებულია უარყოფით ემოციებთან, თუმცა ამან არ უნდა დაგთრგუნოთ, პირიქით, მოგცეთ სტიმული და გამბედაობა, რომ იაროთ წინ თქვენი მიზნების განსახორციელებლად და ოცნებების ასრულებისკენ.მთავარია გაბედოთ და არ დანებდეთ!

კითხვაზე, თუ რას თვლის ჯანეტი მთავარ მიღწევად, იგი გვპასუხობს:

-ჩემთვის,როგორც ქალისთვის, ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ, პირველ რიგში, ვარ სამი არაჩვეულებრივი შვილის დედა, რომლებიც ყველა ჩემს წამოწყებაში და ყველა საკითხში მიდგანან გვერდით.

რაც შეეხება ჩემს სტარტაპს, ამის გამბედაოაბაც ჩემმა ოჯახმა და შვილებმა შემმატეს, მათ სჯეროდათ ჩემი და ვთვლი, რომ ნელ-ნელა  გავამართლებ მათ იმედებს. ჩემს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ჩემი შესაძლებლობების, მუდამ მამხნევებენ და ამით  მაძლევს უდიდეს სტიმულს.

გვითხარით თქვენი მოსაზრება ქალის როლზე საზოგადოებაში…

-ქალს ძალიან დიდი როლი უჭირავს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რომ ქალის როლი შეუფასებელია. ქალი არის სილამაზის, სიყვარულის, წარმატების სიმბოლო. ქალის მისია არის დედამიწაზე დაამყაროს სიმშვიდე, ბალანსი და გაალამაზოს ყოველდღიური რუტინა.ქალის გარეშე საზოგადოება ქაოტურია.შემდგარია ქალი, თუ მას აქვს თავისი საყვარელი საქმე, საკმარისი დრო ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. თუ ქალი ბედნიერია, მის ირგვლივ ყველა და ყველაფერი ასხივებს.

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ახლა  დგამენ თავიანთ პროფესიასა თუ ბიზნესში პირველ ნაბიჯებს?

-მანდილოსნებს შემიძლია ვურჩიო, პირველ რიგში, პიროვნულად იყვნენ ლიდერები, რასაც ქმნიან შექმნან დიდი სიყვარულითა და მონდომებით, იყვნენ თავდაჯერებულები, სწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების, იყონ მიზანდასახულები, იქონიონ მოთმინება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, აღიარება და ავტორიტეტიც გარანტირებულია მადლიერი მომხმარებლის წყალობით. გაბედულად წინ მიზნებისკენ!

CATEGORIES
Share This