ბიდისი აკადემიის ფილიალი თელავში იხსნება

ბიდისი აკადემიის ფილიალი თელავში იხსნება

ევროპული განათლების აკადემია “ბიდისი” თბილსის, გორის და ქუთაისის შემდეგ ფილიალს ქალაქ თელავში 4 სექტემბერს გახსნის.
ამის შესახებ ინფორმაციას აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი – ნათია შათირიშვილი ავრცელებს.
დირექტორის თქმით, ფილიალის თელავში გახნა, კახეთის რეგიონის მხრიდან
სწავლა -გადამზადების მსურველთა მზარდმა რაოდენობამ განაპირობა.
ნათია შათირიშვილი: ,, ევროპული განთლების აკადემია ბიდისის აქვს, როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლევადიანი სასერთიფიკატო და სადიპლომო კურსები, ასევე აკადემია ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგ კურსებს. აკადემიაში ტრენინგებს, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად მღალკვალიფიციური ტრენერები ატარებენ “
ბი დი სი აკდემია პრაქტიკულად ყველა იმ პროფესიულ სასერთიფიკატო პროგრამას ახორციელებს, რომლის მოთხოვნაც მაღალია ქართულ საგანმანათლბლო სივრცეში.
,, პროფესიულ განათლებაში წამყვანი დარგებია: ფარმაცია, ბუღალტერია, სკოლამდელი აღზრდა ,კოსმეტოლოგია ,საექთნო, საკონდიტრო , კულინარია,აიტი ტექნოლოგიები და სხვა თუმცა, აკადემიაში სხავა 30 მდე დასახელების სასეთიფიკატო პოროგრამა ისწალება.“
ევროპული განათლების აკადემია ბი დი სი სწავლა-დასაქმებისა მიზნით თანამშრომლობს გერმანიის, ისრაელის, იტალიისა და კანადის წამყვან ორგანიზაციებთან.
აკადემიას თავის ბაზაზე აქვს დასაქმების პროგრამა, რომლის საშუალებითაც წარმატებულ კურსდამთავრებულებს პარტნიორ ორგანიზაციებში უშვებს სამუშაოდ.
ბი დი სი აკადემიის ფილიალი თელავში 4 სექტემბერს გაიხსნება , აკადემიაში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად თბილისიდან მოწვეული ტრენერებიც მიიღებენ მონწილეობას სწავლის პროცესში.

CATEGORIES
TAGS
Share This