ბი დი სი აკადემია უკვე ბათუმში

ბი დი სი აკადემია უკვე ბათუმში

6 მარტს ბათუმში ბი დი სი აკადემიის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა.

აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო ბაზრის კლევის შედეგად ევროპული განათების აკადემია ბიდისის ფილიალი გაიხსნა . ამ დრომდე აკადემიის ფილიალები წარმოდგენილი გახლავთ თბილისში, ქუთაისში, გორსა და თელავში. ბიდისი აკადემია ახორციელებს მოკლე და გრძელვადიან სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამებს. როგორებიცაა ფარმაცია, საექთნო საქმე, კულინარია, საკონდიტრო, ბუღალტერია, კომპიუტერული და სხვა. აკადემიის ფილიალი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ლაბორტორიული და პრაქტიკული აუდიტორიებით სადაც ლექციებს კითხულობენ როგორც ადგილობრივი ასევე თბილისიდან მოწვეული მაღალ პროფესიული რანგის პედაგოგები. აკადემია სტჟირება პრაქტიკების თვლსაზრისით თანამშრომლობს როგორც ქართულ ბრენდულ კომპანიებთან ასევე ევროპის ხუთ ქვეყანასთან. აკადემიის ბაზაზე ფუნქციონირებს კარიერის და დასაქმების დეპარტმენტი, რომელიც ზრუნავს აკადემიის წარჩინებული კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. ევროპული განათლების აკადემია ბიდისი უკვე თოთხმეტი წელია ინარჩუნებს ლიდერის პოზციას პროფესიული განათლების სფეროში. აკადემიას ხელმძღვანელობს პროფესორი ნათია შათირიშვილი

CATEGORIES
TAGS
Share This