„განვითარებული, განათლებული, შემდგარი, მოაზროვნე ქალი – ეს არის 21-ე საუკუნის მოთხოვნა“ – ზიზი ხახიშვილი
“ლიდერ ქალთა საზოგადოება“ ნომინაციაში „ინოვაცია და ხარისხი – წლის ლიდერი სკოლამდელი აღზრდის სფეროში-2022“ წარმოგიდგენთ საბავშვო ბაღ „ერუდიტებსა“ და მის დამფუძნებელსა და დირექტორს, ქალბატონ ზიზი ხახიშვილს.
ქალბატონ ზიზის დიდი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. იგი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლაში პედაგოგად. ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, 15 წლის წინ მეგობრებთან ერთად დააარსა პოპულარული საბავშვო ბაღი, თუმცა შემდეგ ინდივიდუალურად გააგრძელა მუშაობა, რაკიღა უფრო მაღალი ნიშის დაკავება იყო მისი მიზანი და დაუღალავი მუშაობით მიაღწია კიდეც შედეგს.
10 წლის წინ შექმნა და დღემდე წარმატებით უძღვება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება „ერუდიტებს“, რომელიც გამოირჩევა აღსაზრდელებთან, მათ მშობლებთან თუ თანამშრომლებთან ინდივიდუალური მიდგომით. ასევე ინოვაციური აღზრდის მეთოდებითა და ძალიან სასიამოვნო, ბავშვთა ინტერესებზე მორგებული ინტერიერით.
უკვე ათი წელია ვხელმძღვანელობ „ერუდიტებს“, რომელიც უდაოდ იკავებს მაღალ ნიშას სკოლამდელი აღზრდის სფეროში. განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა ჩემი შინაგანი მდგომარეობაცაა და შესაბამისად საქმეშიც მუდმივად ვისწრაფვი კიდევ უფრო მეტის მიღწევისაკენ, არასოდეს ვკმაყოფილდები მიღწეულით.
„ერუდიტები“ პროგრამულად, ინტერიერის, ურთიერთობებისა თუ ინდივიდუალური მიდგომების მხრივ ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა როგორც თითოეულ ბავშვთან, ასევე თანამშრომლებთან და მშობლებთან. ჩვენთან პროფესიონალიზმთან ერთად უმთავრესია , ჩვენს თითოეულ თანამშრომელს უყვარდეს ბავშვები, იყოს შემოქმედებითი და კარგი ადამიანი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მშობლებთან, გვაქვს „ფინჯან ყავასთან შეხვედრის“ ტრადიცია, რითაც ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ორიენტირებული ბავშვების კეთილდღეობასა და განათლებაზე. მე მუდმივად ვთხოვ მათ, რომ გამოთქვან ნებისმიერი კრიტიკა, ჩვენ ღია ვართ შენიშვნებისთვის, რადგან სხვანაირად ვერ გაიზრდები. მუდამ მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გასაცემად. ჩვენ არასოდეს დავიღლებით მათი და მათი შვილების სამსახურში ყოფნით.
განვითარებული, განათლებული, შემდგარი, მოაზროვნე ქალი – ეს არის 21-ე საუკუნის მოთხოვნა. ეს კარგია თუ ცუდი, ამას მომავალი გვიჩვენებს უკეთ ცხადია, მაგრამ ახლა ამ გზაზე და ამ გამომოწვევების წინაშე ვდგავართ. ქალს ცოტა მეტი ეგოცენტრულობა ახასიათებს, რადგან ასე ჰყავს უფალს შექმნილი, მაგრამ ზოგადად მართვაში აუცილებელია ქალის ჩართვა.
ქალისთვის განათლება აუცილებელია და მას ასევე აუცილებლად სჭირდება დაფასებაც. ქალის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში და ამისთვის საჭიროა განათლებაც. ძალიან მიხარია, რომ „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ მსგავსი ორგანიზაციები არსებობენ , რადგან ისინი ხელს უწყობენ ქალების როლის წარმოჩენასა და დაფასებას.
ქალბატონებს, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, საკუთარი საქმის წამოწყებას, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვურჩევ მხოლოდ იმას, რომ მთავარია საკუთარი საქმის სიყვარული და დაუღალავი შრომა. თუ სწორად გაანაწილებ დროს საქმესა და ოჯახს შორის, ყველაფერს უკეთ მოასწრებ და უკეთ გამოგივა. მთავარია, არ გაჩერდე, ეცადო, იშრომო და შედეგიც იქნება!
https://www.facebook.com/eruditebi