გაქალაქებულ სოფლელებს მივმართავ და მინდა ვთხოვო, მოხედონ სოფელს – მარინა შანიძე მწერალი
საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, მწერალი და კომპოზიტორი მარინა შანიძე საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს სოფლებს მიხედონ, ვინაიდან სოფელი გახლავთ ერთ ერთი საშუალება ეპუდემიების და სხვა გასაჭირის დროს გადარჩენისთვის საუკეთესო საშუალება.
შეგახსენებთ, რომ მარინა შანიძეს მიღებული აქვს სხვადასხვა შემოქმედებითი ჯილდოები და მათ შორის საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ჯილდო – ,,პერსონა რეგიონში კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”
realinfo.ge – მწერლის მიმართვას , რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა უცვლელად გთავაზობთ.
როგორ ვარ? 😉
ამ მოცლილობისჟამს რომ ისევ მოუცლელად ვარ, როგორ ვიქნები? 🙂 ვფუსფუსებთ მე და Beso Gvinashvili ოჯახში და მამულში და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა სასიამოვნოა ეს ყველაფერი…დავრჩით სახლში და უკვე დასასრულისკენ მიდის საგაზაფხულო სამუშაოები. მადლობა უფალს, რომ აქ მაინც ვირთობთ თავს, თორემ ალბათ გავგიჟდებოდით 😉 გავალამაზეთ და გავასპეტაკეთ 2 ჰა. ვენახი, გვსიამოვნებს, რომ ვუყურებთ და სულ ღიღინის ხასიათზე ვართ! <3 ( მარტო ლექსი, ცეკვა და სიმღერა როდი ვიცით?! 🙂 )
რა მინდა ამით ვთქვა!
გაქალაქებულ სოფლელებს მივმართავ და მინდა ვთხოვო, მოხედონ სოფელს, რადგან ახლა ყველაზე საუკეთესო დროა! ,,ვინც დაიზარა, არ გაიხარაო” და სწორედ ასეა… ჩამოდით სოფელში, მოხანით, დათესეთ, მოიწიეთ სუფთა მოსავალი და ისიამოვნეთ, ხომ გახსოვთ: ,,შრომამ შექმნა ადამიანი!”, გავაძლიეროთ სოფელი და ქვეყანაც ძლიერი გვექნება!
მითუმეტეს ახლა, როცა გაზაფხულმა უკვე ფეხი მოიკიდა და საკმარისადაც დათბა…მზის სხივები გვეხმარება D ვიტამინის გამომუშავებაში, სუფთა ჰაერი გვიმყარებს იმუნიტეტს, პოზიტიური განწყობა და სასიამოვნო საქმის კეთება კი დადებითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე! <3
ასე, რომ გაისარჯეთ გაზაფხულის ჟამს და შემოდგომაც ბარაქიანი გექნებათ, სიკეთეს და სიუხვეს გისურვებთ გამოჯანმრთლებულ სამყაროში!