დარეჯან ჩხეტიანი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

დარეჯან ჩხეტიანი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს.  პროექტის ფარგლებში სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ექიმებიც ჯილდოვდებიან . სხვადასხვა წლებში პერსონას ტიტული მედიცინის განვითარებისთვის მიღებული აქვთ ისეთ ექიმებს, როგორებიც არიან ნოდარ ემხვარი, ბესი იაშვილი, ანზორ მელია, არჩილ ჩუხრუკიძე, გიორგი გალდავა,  ზვიად მათოშვილი, მანანა ეროზია და სხვები… წელს პერსონას ტიტულს რეგიონში მედიცინის განვითარებისთვის ექიმი გინეკოლოგი, ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს ერთ ერი დამფუძნებელი დარეჯან ჩხეტიანი მიიღებს, რომლის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ,,პერსონას“ ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე რეგიონში მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ექიმ დარეჯან ჩხეტიანს , ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელს, სამეანო გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელს.

განათლება და პროფესიული გამოცდილება

1972 – 1976 წწ. თბილისის N2 სამედიცინო სასწავლებელი
1978 – 1984 წწ. ქ.მოსკოვის ი.მ სეჩენოვის სახ. N1 სამედიცინო ინსტიტუტი
1984 – 1985 წწ. ინტერნატურა მეან-გინეკოლოგიაში ქ.მოკოვის N20 კლ. საავადმყოფოს ბაზაზე
1985 – 1988 წწ. ქ.მოსკოვის N 5 სამშობიარო სახლი, მეან-გინეკოლოგი
1988-1990 წწ. კლინიკური ორდინატურა ქ.მოსკოვის სეჩენოვის სახ. სამედიცინო აკადემია
1990-1995 წწ. ბოლნისის რაი საავადმყოფოს- მეან- გინეკოლოგი
1995 – ბოლნისის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე
1997-2013 წწ. ბოლნისის სამშობიარო სახლის დირექტორი
2013-2016 წწ. საქართველოს მე-8-ე მოწვევის პარლამენტის წევრი
2016- დღემდე შპს ,,ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამეანო გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი

სერტიფიკატები:
ქ.მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, თემა: გადაუდებელი დახმარება და რეანიმაცია, მეანობა-გინეკოლოგიაში 1986 წ.
ქ.მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, თემა: ექოსკოპიური დიაგნოსტიკა მეანობა-გინეკოლოგიაში 1989 წ.
სახელმწიფო სერტიფიკატი, თემა: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია 2001 წ.
სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, თემა: ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლები 2005 წ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: მოზარდთა გლობალური მედიცინა 2006წ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: სამეანო-გინეკოლოგიური სეფსისის კლინიკა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე შეხედულებები 2006 წ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: სარძევე ჯირკვლის პათოლოგიის ციტოლოგიური დიაგნოსტიკა 2006 წ.
JSI- კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, თემა: კონსულტირება, კონტრაცეფციის მეთოდები და ინფექციის პროფილაქტიკა 2007 წ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: დაბალინტენსიური ლაზეროთერაპია, როგორც სარეაბილიტაციო ტექნოლოგია პრაქტიკულ მედიცინაში 2007 წ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: მოსამშობიარებელი ოპერაციები დედისა და ახალშობილის მაღალი რისკის ფაქტორი, თანამედროვე შეხედულება 2008 წ.
JSI- კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, თემა: აბორტის შემდგომი მოვლა 2008 წ.
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია: თემა: სამშობიარო ბლოკ-პალატაში ლოგინობის ხანაში ადრეული სისხლდენის განვითარების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ძირითადი პრინციპები 2018 წ.
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია: თემა: ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის ინტრანატალური შეფასების ძირითადი პრინციპები 2018 წ.
ევექსის სამედიცინო კორპორაცია, თემა: ანტენატალური მეთვალყურეობა 2019 წ.
სახელმწიფო ჯილდო:
ღირსების ორდენი.

CATEGORIES
TAGS
Share This