
დდდა შვილმა დევნილების დიდძალი თანხები მიითვისეს
შსს-მ თაღლითობისთვის დედა-შვილი დააკავა

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავა, რომლებიც მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.
30-ზე მეტ მოქალაქეს ისინი დაპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე ბინებით უზრუნველჰყოფის პროგრამაში ჩართვაში. გამოართვეს და მიითვისეს თანხები 2 000 ლარიდან – 10 000 აშშ დოლარამდე.
გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული – 500-500 ლარის ოდენობით. – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.