ვლადიმერ ყორღანაშვილმა სამეცნიერო საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციში მიიღო მონაწილეობა

ვლადიმერ ყორღანაშვილმა სამეცნიერო საერთაშორისო ვირტუალურ კონფერენციში მიიღო მონაწილეობა

,,Worldwide conference” ს ფარგლებში მე-4 საერთაშორისო ვირტუალური კონფერენცია ჩატარდა, თემაზე “თანამედროვე მედიცინა-ინოვაციები, პრობლემები და პროგნოზები” რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო და არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ.

კონფერენცია რუსულ და ინგლისურ ენებზე გაიმართა.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ესაუბრათ მათ შეხედულებებსა და დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
ნაშრომები გამოქვეყნდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალში და მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ იხილონ სტატია.

კონფერენციის ქართველ დელეგატებს შორის ერთ-ერთი წარმოდგენილი გახლდათ ვლადიმერ ყორღანაშვილი,რომელმაც ჯანდაცვის როლსა და მისს მნიშვნელობაზე ისაუბრა სამედიცინო სფეროში.იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტია.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ახალგაზრდა სტუდენტი გახლავთ დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი და საერთაშორისო განათლების აკადემია ბიდისის მოწვეული ტრენერი.ვლადიმერ ყორღანაშვილი აღნიშნულ აკადემიებში ხელმძღვანელობს ახალგაზრდობის განათლება-განვითარების პროგრამებს და ამავდროულად ბიზნეს ადმინისტრირების ლექციებს კითხულობს.

CATEGORIES
TAGS
Share This