,,დედაჩემი ძალიან განიცდის, რომ მას ჩემს გამო დევნიან“ – ალექსანდრე კობაიძე

,,დედაჩემი ძალიან განიცდის, რომ მას ჩემს გამო დევნიან“ – ალექსანდრე კობაიძე

გახმაურებული საქმეების ადვოკატ ალექსანდრე კობაიძე, რომელიც ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ერთერთი ბრალდებულის ადვოკატია ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.

ალექსანდრე კობსიძე ასევე პარტია პროგრესული საქართველოს სახელით რუსთავის მაჟორიტარკანდიდატად იყრის კენჭს 2020 – ის საპარლამენტო არჩევნებში.

ალექსანდერე კობაიძე:

დღეს დედაჩემს დაურეკა N 18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
მერე იტყვით არა რას ლაპარაკობთ, ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ ვდევნითო. კიდევ ერთხელ დავწერ: თქვენი დროც მოვა‼️

დედაჩემი ძალიან განიცდის, რომ ჩემს გამო დევნიან.

მინდა მივმართო დედაჩემს: დედა ძალიან მიყვარხარ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია‼️

პ.ს. ტირანია მსხვერპლის გარეშე არ ჩაივლის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ დავასრულოთ ტირანია‼️

მოგიწოდებთ ყველანი არჩევნებზე

CATEGORIES
TAGS
Share This