დუშეთელი ექიმი ,,პერსონა 2020“  -ის ტიტულს მიიღებს

დუშეთელი ექიმი ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულს მიიღებს

წელს უკვე მეშვიდედ საქაეთველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება. ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს სფეროს განვითარებასა და ხელშრწყობისთვის პროექტის 21 კაციანი საკოორდინაციო საბჭო ხმის მიცემის პრინციპით გამოავლენს. პროექტი 2013 წლიდან იმართება და სხვადასხვა წლებში დაჯილდოებული ყავს ისეთი ადამიანები  როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, მარიკა კვალიაშვილი, ირმა სოხაძე, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი და სხევბი.

საკოორდონაციო საბჭო წარმატებულ ადამიანებს მედიცინის, განათლების, კულტურის, ბიზნესის, და სხვა სფეროებიდან ავლენს  პერსონას ტიტულს ანიჭებს.

პერსონა 2020 ის ტიტულ  გიორგი ასლამაზიშვილიც მიიღებს, რომელზეც ინფორმაცია პერსონას ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2020“ – ის ტიტულზე რეგიონში მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დუშეთის საკრებულოს წევრს და სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდმომარეს ექიმ თერაპევტს გიორგი ასლამაზიშვილს.
გიორგი ასლამაზიშვილი დაიბადა ქალაქ დუშეთში 1982/10/ მარტს 1999 წელს დაამთავრა დუშეთის #1 საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში მწვანე მშენებლობის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით 2003 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, რომელიც 2009 წელს დავამთავრა, სწავლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაში ექიმად თბილისში.
2010 წლიდან დღემდე მუშაობს დუშეთში ექიმად ასევე სხვა წამყვან კლინიკებში
2012 წლიდან 2017 წლამდე პარალელურად იყო დუშეთის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის დირექტორი და საქართველოს წითელი ჯვრის დუშეთის ფილიალის დირექტორი
2012 წელს დაამთავრა ჯიპა ჯანდაცვის მენეჯმენტის და ადმინისტრირება.
2017 წ დღემდე არის დუშეთის საკრებულოს წევრი და სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა კომფერენციებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში
ჩართულია დუშეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კოვიდთან ბრძოლოსა და დიაგნოსტიკაში.

 

CATEGORIES
TAGS
Share This