დღეს ბუზების ექპერიმენტი ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარდება

დღეს ბუზების ექპერიმენტი ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარდება

ბუზების ექსპერიმენტი” თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში დღეს “ბუზების ექსპერიმენტს” ჩაატარებენ. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში ამ უჩვეულო პროცესს ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც დაესწრება. პოლიციის განყოფილებაში ის 10 საათისთვისაა დაბარებული. 

რას ნიშნავს ბუზების ექსპერიმენტი? – რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბაჩალიაშვილების ოჯახი დახურულ საკალმახე “ალგეთში” იმყოფებოდა, იქ იგივე სახის სპეციფიური მწერები ნახეს, რაც 23 წლის პროგრამიტის ცხედარზე აღმოაჩინეს. ოჯახი ვარაუდობდა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო და ვიდრე დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილს თავისსავე მანქანით მაწევანის ტყეში იპოვიდნენ, ცხედარი სწორედ საკალმახე, ვილა “ალგეთში” იყო დასვენებული.

ბაჩალიაშვილების ოჯახის თქმით, მათ “ბუზების ექსპერიმენტი” არ მოუთხოვიათ და პოლიციას ეს პროცესის გასაჭიანურებლად სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

CATEGORIES
TAGS
Share This