,,ბაჩალიაშვილს სუსის თანამშრომელთან ქონდა ურთიერთობა“ – მიხეილ რამიშვილი

,,ბაჩალიაშვილს სუსის თანამშრომელთან ქონდა ურთიერთობა“ – მიხეილ რამიშვილი

ადვოკატი: ბაჩალიაშვილს კავშირი ჰქონდა სუსის თანამშრომელთან – რამიშვილი მის ვინაობას არ ამხელს

რამდენიმე წუთის წინ თბილისის პროკურატურაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მივიდა.

რამიშვილის თქმით, უნდათ, რომ ის ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოაშორონ.

„უნდათ, რომ ამ საქმეს ჩამომაშორონ. ფაქტი ნათელია, რომ მრავალი მცდელობა იყო ამის.

მინდა განცხადება გავაკეთო და მოვიტანე გამოკითხვის ოქმი. დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც დეტალურად აღწერს გამოკითხვის ოქმში, როგორი კონტაქტი და ურთიერთობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან და როგორ გადასცემდა ფლეშკებს და აძლევდა გარკვეულ მითითებებს. ამიტომ მოვედი, რომ გამოძიებას დავეხმარო. ჯერ გვარებს არ დავასახელებ“,- აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მისი თქმით, ეს ადამიანი ახლა სუს-ში აღარ მუშაობს.

„ეს ადამიანი ახლა არ მუშაობს, მაგრამ როდესაც მუშაობდა დაკავებული იყო იმ სფეროსთან, რომელიც დაკავშირებულია კომპიუტერებთან და პროგრამებთან. იმ ადამიანის, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით, ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების მიზნით მე აუცილებლად მივმართავ საქართველოში მყოფ ყველა ელჩს იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციაც მაქვს. მე იმასაც არ დავმალავ, რომ ბაჩანა ლობჟანიძესთანაც მქონდა გუშინ კონტაქტი და ამ ადამიანის სახელისა და გვარის გაგების შემდეგ, მას ჰქონდა სურვილი, რომ შემხვედროდა, მაგრამ დღეს მთელი დღეა ტელეფონი გამორთული აქვს”, – განაცხადა რამიშვილმა.

CATEGORIES
TAGS
Share This