,,ეკლესიაში სნეული ადამიანები განსაკურნებლად მიყავთ აბა სადაა დაანონსებული კუბოები და საეკლესიო კლასტერები“ – ნათია შათირიშვილი
,,ეკლესიაში სნეული ადამიანები განსაკურნებლად მიყავთ აბა სადაადაანონსებული კუბოები და საეკლესიო კლასტერები“ – ნათია შათირიშვილი
უკვე თითქმის ორი კვირა გავიდა რაც აღდგომის ბრწინვალე დrესასწაულმა გაიარა, უნდა ითქვას, რომ წელს ყველაზე უჩვეულო იყო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დrესასწაულისადმი მიძღვნილი საეკლესიო ღონისძიებები, რომელიც მსოფლიოში გავრცელებულმა კორონა ვირუსმა გამოიწვია თითქმის მთელ მსოფლიოში მართლმადიდებულური ეკელსიების წინმძღვრებმა გაითვალისწინეს სამედიცინო საზოგადეობის მთავარი რეკომენდაცია და სააღდგომო წირვები უმეტეს შემთხვევაში ცარიელ ტაძრებში , ხოლო იშვიათ შემთხვევაში ნახევრად ცარიელ ტაძრებში შესრულდა, საქართევლოს ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები ქართველ მრევლს აქტიურად მოუწოდებდნენ არ მისულიყვნენ ტაძრებში წირვებზე და სახლში შეხვედრროდნენ აღდგომის დღესასწაულს. თემაზე რამდენად აუიცილებელი იყო დაწესებული შეზღუდვები , უნდა გაეთვალისწინებინათ დღესასწაულის მნიშვნელობა და დაეშვათ გამონაკლისი დღესასწაულის დღეებში მრევლისთვის ტაძარში მისვლაზე და ზოგადად ,,კოვიდ 19“ ის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი და ამავე საზოგადოების განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ქალბატონ ნათია შათირიშვილს ვესაუბრეთ.
ქალბატონო ნათია , რამდენად მისაღები იყო თქვენთვის ხელისუფლების და ექიმების მოწოდება , რომ არ მისულიყავით აღდგომის ღამეს ტაძარში წირვაზე?
მიუღებელია, ეკლესიაში სნეული ადამიანები განსაკურნებლად მიყავთ და იქ ვირუსი არავის არ გადაეცემა, ამის ბევრი ფაქტი არსებობს, მხოლოდ ერთი მაგალითი კმარა მსოფლიო და ქართველი საზოგადოება თვალხილულ სასწაულს მოესწრო ბერი გაბრიელის წყალობით . ხელისუფლებას პირიქით ხელი უნდა სეეწყო რომ ლიტურგიის ღამეს მრევლს შეძლებოდა ეკლესიაში მისვლა წირვაზე დასწრება და ზიარება.
კი მარა ვირუსის გავრცელებისთვის ტაძარი ხომ მოიაზრება ერთ ერთ საფრთხის შემცვლელ ადგილად, როგორ დაიცავდნენ ადამიანები სოციალურ დისტანციას?
ალბათ ნახეთ მრევლი, როგორი მოწესრიგებული იყო, ის ხალხი ვინც შეძლო მისვლა, თქვენ გაიგეთ , რომ გაჩნდა დაანონსებული ეგრეთ წოდებული ეკლესიის კლასტერები? არ გაჩენილა ხომ მითუმეტეს , რომ აღდგომის ღამეს ტაძრებში ხალხი მაინც იყო, ვინც შეძლო მისვლა. მრევლმა წესი დაიცვა, რომ ისედაც დაშინებული ხალი არ დაეშინებინათ. ვისაც რწმენა არ გამოგვიცდია ისინი ისედაც ვიყავით დარწმუნებული , რომ არავის არაფერი გადაედებოდა.
ფიქრობთ, რომ ხალხი დააშინეს? იქნებ ეს მოწოდება უფრო სიფრთხილის შემცვლელი იყო, ვინაიდან არ რსებობს არცერთი მტკიცებულება იმისა , რომ ტაძარში ვირუსი არ გადაედება ადამიანებს…
კი ასეა, ეს გამოსაკვლევია ვის დასჭირდა აღდგომის ღამეს ხალხის სახლებში გამოკეტვა. ჩვენ მორწმუნეები ამ დღეს მთელი წლის განმავლობაში ველოდებით, ფაქტი სახეზეა აბა დამისახელეთ ერთი მაგალითი მაინც, რომ აღდღომის ღამეს ადამიანები კორონ ვირუსით დაინფიცირდნენ, ხომ იცით ეს არ და ვერ დაიმალებოდა. გაგვცენ პასუხი, რატომ გვაშინებდნენ წინასწარ დაანონსებული კიბოებით. რას უშვებიან დატესილი პანიკით დანევროზებულ ხალხს, ნეტავ რგორ ცხონდებიან. მოვა დრო და ყველა კითხვას გაეცემა პასუხები ეს ვის რაში სჭირდებოდა.