ქართველმა ემიგრანტებმა კუნძულ ტექსელზე დაღუპულ ქართველი ჯარისკაცების საფლავებს პატივი მიაგეს

ქართველმა ემიგრანტებმა კუნძულ ტექსელზე დაღუპულ ქართველი ჯარისკაცების საფლავებს პატივი მიაგეს

ქართველმა ემიგრანტებმა კუნძულ ტექსელზე დაღუპულ ქართველი ჯარისკაცების საფლავებს პატივი მიაგეს.
გასულ წლებში ყოველი წლის 4 მაისს, კუნძულზე მდებარე საძმო სასაფლაოზე ჰოლანდიელებისა და ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების, ჰოლანდიისა და ბელგიის ეპარქიის სამღვდელოების გარდა, ბელგიაში, საფრანგეთში და გერმანიაში მცხოვრები ემიგრაციის წარმომადგენლებიც გადადიოდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ წელს მათ ხელი შეუშალა და მხოლოდ ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებმა, ფონდ World of Diaspora-ს დამფუძნებლებმა ლალი ბუთბაიამ და იზოლდა კვიციანმა მოახრხეს კუნძულზე გადასვლა. საძმო საფლავზე სააღდგომო კვერცხები და გვირგვინი მიიტანეს. ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას საეკლესიო სანთლებიც აუნთეს.
„წლებია ნიდერლანდების სამეფოში ვცხოვრობთ და ტრადიციულად, ყოველ 4 მაისს გადმოვდივართ კუნძულზე ქართველი ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად. კორონავირუსის პანდემიამ ხელი შეუშალა ემიგრანტებსა და ჰოლანდიელებს მემორიალთან მოსულიყვნენ. ჩვენ მაინც მოვახერხეთ და მოვედით აქ. არ ვუღალატეთ ტრადიციას. ჩვენი ვალია შევინახოთ ამ ჯარისკაცების ხსოვნა და ეს მემკვიდრეობად გადავცეთ ჩვენს შთამომავლებს“,-განაცხადა World of Diaspora-ს დამფუძნებელმა ლალი ბუთბაიამ
ფონდ World of Diaspora-ს თანადამფუძნებლის და ჰააგაში მდებარე ქართული რესტორან “სოხუმის” მფლობელის, იზოლდა კვიციანის განცხადებით, ქართული ემიგრაცია ყოველთვის შეინახავს 4 მაისის ტრადიციას.
„კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენი თანამემამულეები კუნძულზე ვერ გადმოვიდნენ. მე და ქალბატონმა ლალი ბუთბაიამ მაინც გადავწყვიტეთ შორი გზის გამოვლა და აქ მოსვლა. ეს დღეები სულ ვფიქრობდი, რომ აქ დაღუპული ჯარისკაცების და მათი სალფლავების ჭირისუფლები ჩვენც ვართ-ქართველი ემიგრანტები. რამდენიმე ჰოლანდიელიც მოვიდა დღეს აქ, მათი მშობლები არიან ის ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც დაიღუპნენ. კუნძულზე დაგხვდა ბატონი სულხან შაფათავაც, რომელსაც დეტალურად აქვს შესწავლილი იმ ქართველი ჯარისკაცების ბიოგაფიები, რომლებმაც სამუდამო განსასვენებელი კუნძულ ტექსელზე ჰპოვეს“,-განაცხადა იზოლდა კვიციანმა.
ქართველი ჯარისკაცების საფლავზე ტრადიციისამებრ კუნძულ ტექსელის ბურგომისტრიც მივიდა და ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

CATEGORIES
TAGS
Share This