ელისო ბოლქვაძე ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

ელისო ბოლქვაძე ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

პიანისტი ელისო ბოლქვაძის შემოქმედება მსოფლიოში ცნობილია, იგი ერთ ერთ საუკეთესო მუსიკოსად ითვლება და საზოგადოების აღიარებებიც მისი მუდმივი თანმდევი პროცესია.  წელს ელისო ბოლქვაძე საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 -ის ტიტულს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს. ,,პერსონას” ოფიციალურ ფეიჯზე  ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ პიანისტ ელისო ბოლქვაძეს, ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულზე კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მას პროექტის საკოორდინაციო საბჭოს აბსოლიტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ელისო ბოლქვაძე
პიანისტი , იუნესკოს მშვიდობის არტისტი
საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი
ელისო ბოლქვაძე დაიბადა ქალაქ თბილისში ლიტერატორების ოჯახში.
იგი გახლავთ მრავალი საერთაშორისო კონკურსის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ელისო ბოლქვაძე რეგულარულად მიწვეულია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ დარბაზებში, როგორც სოლო კონცერტებით, ასევე ორკესტრებთან ერთად.
2013 წელს ელისო ბოლქვაძემ დაარსა საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პიანისტების საერთაშორისო სცენაზე წარმოჩინებას და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში.
ამავე წელს მან დააფუძნა ბათუმის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალი – Batumi Black Sea Music and Art Festival რომელიც კულტურული დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს და იმართება იუნესკოს პატრონაჟით.
2015 წელს ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება პარიზში და ასევე საფრანგეთის რესპუბლიკამ მას კავალერის ორდენით დააჯილდოვა ხელოვნებასა და ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის – Chevalier des Arts et des Lettres.
ელისო ბოლქვაძე პროფესიულ კარიერასთან ერთად ჩართულია იუნესკოს მიერ ორგანიზებულ სამშვიდობო ფორუმებში. 2019 წლის ივნისში მიწვეული იყო ლონდონში Emerging Europe Council -ის მიერ ორგანიზებულ ბიზნეს-პოლიტიკურ ფორუმზე ჟიურის წევრად.
ელისო ბოლქვაძე ეწევა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას. 2014 წელს, ჟენევაში, ვიქტორია ჰოლის დარბაზში გამართა საქველმოქმედო კონცერტი გაეროს სამშვიდობო ორკესტრთან ერთად და მთელი შემოსავალი გადარიცხა გორში, 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტში დაზარალებული ქართველი ბავშვებისთვის.
მან ასევე მონაწილეობა მიიღო ანჯელინა ჯოლისთან ერთად ვიერა დე მელოს საერთაშორისო ფონდის სამშვიდობო ფორუმში, ჟენევაში, გაერთიანებული ერების სასახლეში.
ელისო ბოლქვაძეს მიენიჭა ღირსების ორდენი საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2018 წელს.
2019 წელს კი მიენიჭა ილია ჭავჭავაძის პრემია ხელოვნების დარგში.

CATEGORIES
TAGS
Share This