ემიგრანტი მხატვარი არსენ გომარელი პერსონა 2021 – ის ტიტულს მიღებს

ემიგრანტი მხატვარი არსენ გომარელი პერსონა 2021 – ის ტიტულს მიღებს

წელს უკვე მერვედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება . პროექტს რვაწლიანი ისტორია აქვს და ამ ხნის მანძილზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო 350 მდე ადამიანი ყავს დაჯილდოებული. როგორებიც არიან ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, მანანა თოდაძე, კახი კავსაძე, ირა სოხაძე, გიორგი უშიკიშვილი და სხვები.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულზე ემიგრანტ მხატვარს არსენ გომარელს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
არსენ გომრელი 39 წლის დაიბადა სოფელ ქვიშხეთში. დაამთავრა ამავე სოფლის დიმიტრი ყიფიანის სახელიბის სკოლა და იმავე წელს წარმატებით ჩაირიცხა ტექნიკურ უნივერსიტეტში საბაჟო სამართლის სპეციალიზაციით.
არსენი პარალელურად სწავლობდა სასულიერო სემინარიაში ხატწერის კურსებზე. მან ერთი წლის შემდეგ აიღო აკადემიური და საცხოვრებლად წავიდა მონასტერში. 2000 წელს მონასტრიდან დბრუნების შემდეგ სწავლა კვლავ განაგრძო. ამ ყველაფრის პარალელურად სულ ხატავდა რდგან შემოქმედება იყო მისი სულის თავშესაფარი და საშუალება მისი განცდების გამოხატვის…

არსენ გომარელი: ,,.2013 წელს მქონდა ჩემი შემოქმედების პერსონალური გამოფენა უკრაინაში. 2015 წელს კი თბილისში.
2016 წლიდან წავედი ემიგრაციაში და 2017 წელს მქონდა პერსონალური გამოფენა მინხენში და თბილიში ერთმანეთის პარალელურად.(თბილიში მეგობრებმა გააკეთეს).
იმავე წელს მივიღე მონაწილეობა საერთო გამოფენაში ორ გერმანელ და ერთ პერუელ მხატვრრბთან ერთად ..
2018 წელს მომეცა შესაძლებლობს პირველი პერსონალური გამოფენა ბერლინში გამეკეთებინა.
.2019 წელს დავბრუნდი საქართველოში და ქვიშხეთში გავაკეთე არტ სახლი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის მგრამ იმავე წელს გარკვეული მიზეზების გამო ისევ მომიწია ემიგრაციაში წასვლა. ეხლა ვცხოვრობ ემიგრაციაში და ჩაფლული ვარ ჩემ შემოქმეებით პროცესში.”

CATEGORIES
TAGS
Share This