,,ექიმი მუდმივად უნდა იᲦებდეს განაᲗლებას” – Თინა ცინცაᲫე ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს

,,ექიმი მუდმივად უნდა იᲦებდეს განაᲗლებას” – Თინა ცინცაᲫე ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიᲦებს

წელს უკვე მერვედ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოვების ეროვნული ცერემონიალი პერსონა გაიმართება, სფეროს განვითარება და ხელშეწყობისთვის პერსონა 2021 -ის ტიტულს ჩვენი ქვეყნის 60-მდე ადამიანი მიიღებს რომელთა შორის გახლავთ, მედიცინის სფეროს წარმომადგენლები. ექიმი თინა ცინცაძე ერთ-ერთი წარმატებული მედიკოსია რომელსაც პროექტის საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონში მედიცინის განვითარებისთვის, პერსონას ტიტული მიენიჭება

რა მᲗრავარ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს ექიმი?
მთავარი პრინციპები, რასაც უნდა ეყრდნობოდეს ექიმი , ჩემი აზრით არის თავდადება, თანაგრძნობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა. ეს ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ ახსნა და ჩამოაყალიბა, რის საფუძველზეც შეიქმნა საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი და დღემდე ვხელმძღვანელობთ სამედიცინო სფეროს თანამშრომლები.

რამდენად მნიᲨვნელოვანია ექიმისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლება?

მნიშვნელოვანიც არის და აუცილებელიც, როდესაც ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება მსოფლიო და ყოველდღე უამრავი, მეცნიერულად დადასტურებული სიახლეა, უფლება არა გვაქვს განათლების ტემპი შევანელოთ და ფეხდაფეხ არ მივყვეთ სიახლეებს. ამიტომ მუდმივად ჩართული უნდა ვიყვნეთ უწყვეტ სამედიცინო განათლებაში.

რა არის თქვენთვის წარმატების ფორმულა?

წარმატების ფორმულა ჩემთვის არის კარგად გააზრებული და დაგეგმილი საქმე, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ პერსპექტივაში, ბევრი შრომა, თავდაჯერებულობა, პროფესიონალიზმი და მზადყოფნა სირთულეებთან საბრძოლველად

კარიერა და ოჯახი – არᲩევანის წინ ყოფილხართ?

რა თქმა უნდა , რაღაც ეტაპზე ალბათ ყველა დგება ამ დილემის წინაშე, თუმცა, მე პირველ ეტაპზე ტრადიციულად, როგორც ქართველი ქალების უმრავლესობას ჩვევია პრიორიტეტი ოჯახს მივანიჭე და ვფიქრობ სწორედაც მოვიქეცი, გავზარდე 3 შვილი , ისინი დღეს შემდგარი და წარმატებული ადამიანები არიან, რაც ჩემთვის ნამდვილად საამაყოა, შემდეგ კი სწორედ მათი გამხნევებით და მხარდაჭერით შევძელი რომ დრო უკვე კარიერისთვის დამეთმო.

რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი კლინიკის დაარსება და რა სერვისები გაქვთ კლინიკაᲨი?

.საკუთარი კლინიკის გახსნა პირველ რიგში ჩემთვის არის დიდი გამოწვევა, დიდი პასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ საკუთარი თავის დამკვიდრება სამედიცინო სფეროში საკუთარი კლინიკის ქონა მაძლევს საშულებას დღევანდელ პირობებაში შევძლო ადამიანების უანგაროდ დახმარება თუ ეს მათ სჭირდება.
რამდენად მნიᲨვნელოვანია ექიმის პროფესიაᲨი ნდობა?
ნდობა არის პირველი და აუცილებელი ფაქტორი რაც პაციენტს ექიმის მიმართ უნდა ჰქონდეს. სანდო ექიმის ერთი ფრაზაც კი საკმარისია ავადმყოფოსთვის რომ განეწყოს მკურნალობის დადებითი შედეგების თვის. თუმცა ამის მიღწევას დიდი შრომა, დრო და ენერგია სჭირდება

საზოგადოების სიყვარული რა არის თქვენთვის?

საზოგადოების სიყვარული არის მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ჩვენი საქმიანობის უკეთ წარმართვაში გვეხმარება, ეს არის დიდი სტიმული, ბედნიერება და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა.

CATEGORIES
Share This