რეკომენდაცია ზაფხულის სეზონისთვის

რეკომენდაცია ზაფხულის სეზონისთვის

კოსმეტოლოგი ია გუგუნავა გირჩევთ: ზაფხულს ყველა მოუთმენლად ელოდება, რათა არდადეგები ან შვებულება სასიამოვნოდ გაატაროს, თუმცა ბევრმა არ იცის ის წესები, რომელმაც მზის, ჰაერისა და წყლის მავნე ზემოქმედებისგან უნდა დაგვიცვას.

გთავაზობთ რჩევებსა და რეკომენდაციას, რომლებიც მარტივი შესასრულებელია და ჯანმრთელობაც გარანტირებული გექნებათ.

ბავშვები 3 წლამდე მოარიდეთ მზეს და ზღვაზე გარუჯვას. მზისგან დამწვრობის შემთხვევაში არსებობს სპეციალური მალამო, რომელიც სწრაფად მოქმედებს და უებარია. ზღვაზე გარუჯვა რეკომენდებულია 10 საათამდე. გარუჯვის წინ და შემდეგ ღრმა დატენიანებისთვის აუცილებელია მზისგან დამცავი მალამოსა და შრატის წასმა. გარუჯვამდე აუცილებელია დამატენიანებელი ნიღბის გამოყენებაც, რომელიც სხვადასხვა ვიტამინითაა გაჯერებული. ზაფხულში ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ მამაკაცს, თავის საზაფხულო ჩანთაში უნდა ჰქონდეს შრატი, დღისა და ღამის დამატენიანებელი და მზისგან დამცავი მალამო.

დამატებითი შეკითხვებისა და რეკომენდაცისთვის მიმართეთ კოსმეტოლოგ ია გუგუნავას – ტელ: 595 778 256

CATEGORIES
Share This