ვაქცინამდე რაიმე სახის გამოკვლევები არალოგიკურია – მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ ვაქცინის წინ რაიმე სახის გამოკვლევა საჭირო არაა.
მედიცინაში არ არსებობს მცნება ლაბორატორიული გამოკვლევების „პრევაქს პანელი“. არავითარი ვაქცინამდელი გამოკვლევების ოფიციალური რეკომენდაცია არც ერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ არ გაცემულა. თუ ადამიანს გეგმიურად რაიმე პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება სურს, ეს მისი ნებაა და ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ასე საყოველთაოდ ამის რეკლამირება, სახელის ფორმალიზება (პრევაქსი), რაც ადამიანებს უჩენს იმის განცდას, რომ ანალიზების ამ ერთობლიობას მართლა რაიმე ოფიციალური სახელი ქვია და სამედიცინო საფუძველი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქისთვის შეიძლება სერიოზული ფინანსური ტვირთი იყოს, თანაც სრულიად არასაჭირო
CATEGORIES მედიცინა