კოვიდ ვაქცინის მორიგი მსხვერპლი საქართველოში

კოვიდ ვაქცინის მორიგი მსხვერპლი საქართველოში

ასტეაზენეკას მორიგი მსხვერპლი ტაქსის მძღოლია, რომლის მეუღლის შორენა ჩადუნელის განცხადებით მძღოლს რეაქცია ვაქცინის გაკეთებიდან რამოდენიმე საათში დაუფიქსირდა და დღეს იგი მძიმე მდგომარეობაშია.

შორენა ჩადუნელი -ჩემი მეუძლე, ბიძინა მამუკელაშვილი ტაქსის მძღოლია, ხშირი ტესტირება მის ფსიქოლოგიაზე მოქმედებდა და გადაწყვიტა აცრა გაეკეთებინა. ნიუ-ჰოსპიტალში მე თავად ვუთხარი მედ-პერსონალს, რომ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ წნევაც კი არ გაუსინჯეს და გაუკეთეს ქცრა. 45 წუთი გაგვაჩერეს კლინიკაში. იქ არაფერი მოსვლია. ღამე სახლში დაეწყო შფოთვა და სანამ სასწრაფო გამოვიძახე უფრო ცუდად გადა. სასწრაფომ დააფიქსირა კლინიკური სიკვდილი, ინგოროყვას კლინიკაში მივასწარით, ახლაც ცუდ მდგომარეობაშია.

მზია ტატიაშვილი

იურისი

-ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი არ იყვნენ გაფრთხილებულნი გართულებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლემ გააფრთხილა მედიკოსები ჯანმრთელობის შესახებ, არ იქნა ჩატარებული გამოკვლევა. არ გადაიხედა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება და მივყვებით სამართლებრივ პროცესს.

ინფორმაციას ტელეკომპანია ახალი ავრცელებს.

CATEGORIES
TAGS
Share This