ვინ არის ოჯახი, რომელიც ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს ქართული კულტურის განვითარებისთვის მიიღებს
ტრადიცისამებრ დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელსაც ორმოცდაათ ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ადამიანს სფეეოს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს გადასცემს პროექტის ოცდაერთკაციანი საკოორდინაციო საბჯო მუშაობას უკვე შეუდგა, რომლებიც ხმის მიცემის პრინციპით ტიტულოვან ადამიანებს გამოავლენენ. შეგახსენებთ რომ გასულ წლებში აღნიშნული ტიტული მიღებული აქვთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან , ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, კახი კავსაძე, მანანა თოდაძე, ირმა სოხაძე, გივი ბერიკაშვილი, ჯემალ ბაღაშვილი, ირმა სოხაძე და სხვები.
realinfo.ge წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულზე წარდგენილ მართლაც ღირსეულ ოჯახს, რომლებზეც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ,,პერსონას“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ღვინაშვილების ოჯახს ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
დაჯილდების ცერემონიის ორგანიზატორებისა და ბორდის წევრების ნაწილის ინიციატივით აღნიშნული ტიტული წელს პირველად გაიცემა ოჯახზე და იგი გახდება ყოველწლიური.
ტიტულის იმ ოჯახებზე გადაცემა , რომლებიც ემსახურებიან კულტურას მას შემდეგ გადაწყდა რაც ღვინაშვილების ოჯახის დიასახლისი მწერალი და საზგადო მოღვაწე მარინა შანიძე დაჯილდოვდა 2019 წელს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონას ტიტულით, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ღვინიაშვილების სრული ოჯახი გახლავთ ხელოვანი და ქართული კულტურის პოპულარიზაციით დაკავებული,
პრექტის 21 – კაციანი საკოორდინაციო ბორდი და ცერემონიის ადმინისტრაცია დიდი პატივისცემით ულოცავს ღვინაშვილების ოჯახს ამ წარმატებას და გთავაზობთ მათ ისოტორიას.
პროექტი და ეს ტიტული აღიარებულია და დეპონირებულია.
ღვინაშვილების საოჯახო ანსამბლს საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს. ოჯახს საფუძველი ჩაეყარა 1981 წელს, როცა ქ-ნი მარინა შანიძე და ბ-ნი ბესიკ ღვინაშვილი შეუღლდნენ. ისინი სიმღერამ შეახვედრა ერთმანეთს აგრარულ უნივერსიტეტში. შექმნეს ვოკალურ-ინსტრუმენტული ტრიო. მათთან ერთად ტრიოში მოღვაწეობდა აწ განსვენებული, ნიჭიერი ლოტბარი და მუსიკოსი, ანსამბლ ,,ერისიონის” წევრი და პატარა ,,ერისიონის” ხელ-ლი დავით კერესელიძე. ტრიო, ამ შემადგენლობით, უამრავ კონცერტებზე გამოდიოდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 1985 წელს ისინი მონაწილეობას იღებდნენ ინდივიდუალურ შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში და პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ბატონმა ომარ კელაპტრიშვილმა სალამურის საუკეთესო ფლობისათვის, ბ-ონ ბესოს, თავისი სალამური აჩუქა, რომელსაც რუდუნებით ინახავს დღესაც. ოთხი შვილი გაჩნდა ღვინაშვილების ოჯახში: ორი ქალიშვილი და ორი ვაჟი. ჩვილობიდანვე აზიარეს და ჩაუნერგეს მშობლებმა შვილებს ქართული ხალხური ფოლკლორისადმი სიყვარული.როგორც საოჯახო ანსამბლი, პირველად ღვინაშვილები დიდ სცენაზე გამოჩნდნენ 1995 წელს, კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების მეთოდცენტრის მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე და პირველი გამარჯვებაც აქ იგემეს, შემდეგ იყო 1997 წელი, ისევ გამარჯვება და პირველი ადგილი. გარდა ფოლკლორისა, ესტრადაც მოსინჯეს და ორჯერ, 2001 და 2003 წლებში, როგორ საოჯახო ანსამბლმა, შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილი დაიმსახურეს. 2004 წელს, ისევ რესპ.კონკურსი და გრანპრი, 2010 წელს, მუსიკალური ოჯახების კონკურსში მეორე ადგილი და სოლიდური ფულადი პრემია…გარდა ამისა, ოჯახის თითოეულ წევრს, თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფია აქვს:ბატონი ბესო სკოლის ასკიდანვე, მღეროდა, უკრავდა ხალხურ ინსტრუმენტებზე და ცეკვავდა ანსამბლ ,,გარეჯში” სტუდენტობის წლებში, სალამურით მოიარა ევროპის უამრავი ქვეყანა, ასევე კანადა და არგენტინა.სწავლის დასრულების შემდეგ, დაუბრუნდა მშობლიურ საგარეჯოს და აქტიურად ჩაება მის კულტურულ ცხოვრებაში.არის უამრავი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფერსივალების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, 2007 წლიდან ხელმძღვანელობს რაიონის კულტურას.
ქალბ. მარინა, 40 წელია, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, არის საბ. ბაღის მენეჯერი, აქამდე მუშაობდა საჯარო სკოლაშიც მუსიკის მასწავლებლად. არის პერსონა 2019-ის ტიტულის მფლობელი, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ავტორთა ასოცოაციის წევრი, საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი, ანა კალანდაძისა და მარიკა ბარათაშვილის პრემიის ლაურეატი, განათლების სამინისტროს, ი. გოგებაშვილის საზოგადოების მედლის მფლობელი ,,განსაკუთრებული შემოქმედებითი ღვაწლისათვის”, ორი წიგნის (,,შენკენ სავალი ბილიკი” და ,,სამოთხის კართან დაგელოდები”) ავტორი. მალე მესამე წიგნიც ჩაეშვება… ასევე მისი კუთვნილებაა 100-ზე მეტი სიმღერა, რომელიც შექმნილი აქვს საკუთარ ლექსებზე და რომლებსაც მღერიან თანამედროვე ესტრადის მომღერლები.
ბექა და გურამ ღვინაშვილები არიან ჯგუფი ,,ძმების” წევრები,ასევე მოღვაწეობენ სხვადასხვა ანსამბლებში. გურამი აღიარებულია კახური სიმღერების საუკეთესო შემსრულებლად. ბავშვობიდანვე აეწყო მისი სოლოკარიერა. იყო მრავალი კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებული: ,,ბროლის ნაძვი”, ,,გაზაფხულის ზარები”, ,,ესტრადა 2001”, ,,ესტრადა 2003”, ,,რეიტინგი” და ა. შ. მიღწეული წარმატებების გამო, სამგზის იყო პრეზიდენტის სახ. სტიპენდიანტი, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ბექაც პრეზიდენტის სახ სტიპენდიანტია, არის წარმატებული ლოტბარი და ხელმძღვანელობს ანსამბლს ,,პატარა გარეჯელები”. ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ვაჟიც მალე მოევლინება!
გვანცა და მაგდა ექიმები არიან, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათი მუსიკალური განვითარებისათვის. აღსანიშნავია ის, რომ სხვა ინსრუმენტებთან ერთად, გვანცა არაჩვეულებრივად უკრავს აკორდეონზე, რაც ქალებში იშვიათობაა.ის ცოდნა, რაც შვილებმა მშობლებისაგან მიიღეს, ახლა ათ შვილიშვილს გადაეცემა და ასე წარმატებით გრძელდება ღვინაშვილების ოჯახის ტრადიცია.
გარდა შემქმედებითი საქმიანობია ღვინიაშვილის ოჯახი მეღვინეობასაც მისდევს მათთვის ვაზის კულტი განსაკუთრებულდ მნიშვნელვანია და ისინი დიდი რუდუნებით ეწევიან ქართული ღვინის პოპულარიზაციას.