,,იმედია საპატრიარქო არ იქნება მიზეზი ეპდემიის ფართო მასშტაბიანი დაწყების“ – ამირან გამყრელიძე

,,იმედია საპატრიარქო არ იქნება მიზეზი ეპდემიის ფართო მასშტაბიანი დაწყების“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები დაწესებულ რეგულაციებს არ დაიცავენ მაისის დასაწყისში უკვე ათასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება.

“მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით, რადგან სამასს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, იყოს უფრო მეტად სწრაფი ზრდა. ამის ნიშანი გუშინ გვქონდა”, — აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შემთხვევების 20-30 პროცენტს ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია დასჭირდება, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის მძიმე ტვირთი იქნება.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე სააღდგომო დღესასწაულებსაც შეეხო:

“კონსულტაციები საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა და მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ გამოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომ ეს ორი კვირა არ მიაყენებს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არ იქნება ხელშემწყობი ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის დაწყების”

“სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესია კანონი. ჩვენ ყველა კანონს ვემორჩილებით. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია. კანონი უნდა იყოს დაცული ყოველთვის, განსაკუთრებით ამ პერიოდში”.

 

CATEGORIES
TAGS
Share This