ვირუსის უკონტროლო გავრცელება საგანგაშო ფაზაშია – მარინა ენდელაძე

ვირუსის უკონტროლო გავრცელება საგანგაშო ფაზაშია – მარინა ენდელაძე

მარინა ენდელაძე: უკონრტოლო გავრცელება დაწყებულია

კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება პრაქტიკულად დაწყებულია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ენდელაძის თქმით, ეპიდვითარება სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების მკაცრი დაცვა.

“უკონტროლო გავრცელება პრაქტიკულად დაწყებულია და საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა. მივიღოთ და დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზულია ეს ყველაფერი და  დავინდოთ საკუთარი თავი, ოჯახი, ახლობლები, ექიმები, ეპიდემიოლოგები და სახელმწიფო”,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 17 477-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 060-ს შეადგენს. გარდაცვლილია 136 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

CATEGORIES
TAGS
Share This