ზედმეტი კითხვები აღარ დამისვათ, ისედაც ჭკუიდან ვარ აწეული – ყვარლლი ექიმი, რომელსაც კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა

ზედმეტი კითხვები აღარ დამისვათ, ისედაც ჭკუიდან ვარ აწეული – ყვარლლი ექიმი, რომელსაც კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა

კახეთი ისევ მწვანე ზონაა. ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კოვიდინფიცირება გაფართოებული კვლევებით არ დაუდასტურდა.

ტესტი, რომლითაც ექიმს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინეს, შესაძლოა უხარისხო იყო, რადგან მას ინფიცირება ოქროს სტანდარტით, ანუ პისიარ ტესტით შემოწმებითაც  არ დაუდასტურდა.

უარყოფითია, გენაცვალე, პასუხი და მივდივარ სახლში. ლუგარის ლაბორატორიიდან მოვიდა უარყოფითი პასუხი. ზედმეტი კითხვები აღარ დამისვათ, ისედაც ჭკუიდან ვარ აწეული. თქვენი ის იყო იმ დღეს ჩემს სახლთან?  ვაი, ვაიი, კარგად გადაიღეთ სახლი, ყველაფერი, როგორ ჩავჯექი მანქანაში, ვაიი, მობრუნდება თქვენი დროც, – ამბობს ექიმი “მთავარ არხთან” საუბრისას. 

CATEGORIES
TAGS
Share This