თავდაცვის სამინისტრო ბადრი ესებუაზე დოკუმენტს აქვეყნებს

თავდაცვის სამინისტრო ბადრი ესებუაზე დოკუმენტს აქვეყნებს

თავდაცვის სამინისტრო: ბადრი ესებუა ჯარიდან 2019 წლის 4 ივლისს გავათავისუფლეთ

mfe1of7b1uzvces.jpgთავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა არ არის მოქმედი ჯარისკაცი და ამის დასადასტურებლად დოკუმენტსაც აქვეყნებს.

დოკუმენტის მიხედვით, I კლასის რიგითი, ბადრი ტარიელის ძე ესებუა სამხედრო სამსახურიდან 2019 წლის 4 ივლისს გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალს თავს ბადრი ესებუა დაესხა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ესებუამ მძევლები აიყვანა, მოლაპარაკებების შემდეგ კი 500 000 აშშ დოლარი გაიტაცა და მიიმალა. ის ჯერაც არ არის დაკავებული.

გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

CATEGORIES
TAGS
Share This