თელავში ბი დი სი აკადემიამ ახალი საგანმანათლებლო კერა გახსნა

თელავში ბი დი სი აკადემიამ ახალი საგანმანათლებლო კერა გახსნა

თელავში ევროპული განათლების აკადემია ბი დი სის – ფილიალი ბი დი სი თელავი გაიხსნა . აკადემია თელავში ყველა იმ სასერთიფიკატო და სადიპლომო პროგრამას განახორციელებს,  რომელიც  წლებია წარმატებით ისწავლება თბილისში , გორსა და ქუთაისის ფილიალებში .  თელავის ფილიალში ტრენინგებს როგორც ადგილობრივი კადრები ასევე თბილისიდან მოწვეული მაღალი რანგის სპეციალისტები ჩაატარებენ.

გახსნის საზეიმო ცერემონიას თელავში ადგილობრივ სტუმრებთან ერთად თბილისიდან , ქუთაისიდან და გორიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აკადემიის ფილიალში ფარმაცია, საექთნო , საკონდიტრო, ბუღალტერია და სხვა პროფესიულ სპეციალობებთან ერთად ღვინის ტექნოლოგიაც შეისწავლება.

CATEGORIES
TAGS
Share This