,,თითოეული ადამიანი, უფლის მიერ ბოძებული მისიით მოდის ამ ქვეყანაზე” – ღვინაშვილების ოჯახი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტლს მიიღებს
15 – ივლის საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას 21 – კაციანი ბორდი იმ ადამიანების ვინაობას დაასახელებს, რომელიც ,,პერსონა 2020″ – ის ტიტულს სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის მიიღებს. ღონისძიებას საზეიმო მიღებას რესტორანი ,,სამი საუკუნე” უმასპინძლებს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია კი დეკემბერში სასტუმრო ბილთმორში გაიმართება.
,,პერსონა 2020″ – ის ტიტულზე ღვინაშვილების ოჯახი კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გახლავთ წარდგენილი, აღნიშნული ტიტულის დაწესება შემოქმედებითი ოჯახებისთვის მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამავე ოჯახის დიასახლის, მწერალს და კომპოზიტორს მარინა შანიძეს გასულ წელს ,,პერსონა 2019″ – ის ბორდმა პერსონას ტიტული მიანიჭა, ღვინაშვილების ოჯახი მაშინ სრული შემადგენლობით წარსდგა სასიმღერო ნომრით საზოგდოების წინ.
Realinfo.ge ოჯახის დიასახლის მწერალ მარნა შანიძეს ესაუბრა.
ქალბატონო მარინა მოგვიყევით თქვენი საოჯახო ღვინის მარნის შესახებ, როდის გაჩნდა იდეა გეწარმოებინათ ღვინო?
ჩვენს ოჯახში, ქართული ღვინის წარმოებას, საუკუნოვანი ისტორია აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ ძირძველ კახურ ოჯახში, რადგან ღვინო, კახელი გლეხის ლაზათი და ღირსებაა. ვინაიდან გავზარდეთ ვენახების ფართობი და თანაც ქვევრის ღვინო ძალიან პოპულარული გახდა, 3 წლის წინ, გადავწყვიტეთ უფრო დიდი მასშტაბით გვეწარმოებინა ქვევრის ღვინო. ამისთვის დაგვჭირდა სოლიდური თანხების მოძიება, რადგან მოსაწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია გვჭირდებოდა განსაზღვრული ოდენობის დიდი ზომის ქვევრები. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ საქმის დაგვირგვინებაში და ყოველდღიურად ასეა ახლაც. სანამ ღვინო მომხმარებლამდე მივა, მან იმდენი გზა უნდა გაიაროს, ბოლოს ვფიქრობთ, ღირს თუ არა? ძალიან გემრიელი და არომატულია ჩვენი ღვინოები, ვინც გემოს გაუსინჯავს, აღფრთოვანებას ვერ მალავს, რადგან ღვინო, ბუნებრივად იფილტრება და 6-7 თვის შემდეგ იხსნება ქვევრი.
თქვენი ოჯახის წევრი ყველა ადამიანი შემოქმედია, როდის გაგიჩნდათ ანსაბლის ჩამოყსლიბების იდეა?
ჩვენს ოჯახში ყველა მღერის და ცეკვავს. როგორც ანსამბლი, პირველად დიდ სცენაზე 1995 წელს გამოვჩნდით.
ახალი ლექსების კრებულს უშვებთ, რამდენი ლექსი შევა ამ კრებულში?
ჩემი ახალი წიგნი დღედღეზე იქნება, საერთოდ მე არ მიყვარს პატარა მოცულობის წიგნები, მინიმუმ 200 გვერდი მაინც უნდა იყოს.მე არ ვითვლი წიგნებს, თუ წიგნი ჰქვია, უნდა იყოს მოცულობითი და ტევადი. ლექსი ნამდვილად არ დამითვლია. პირველ წიგნში 300-მდე ლექსი იყო, ასეთივე მოცულობისაა ახალიც, ვნახოთ -სარჩევი გვეტყვის…
უამრავი ჯილდოს მფლობელი ხართ რაგრძნობა ეს?
ალბათ, ცხოვრებაში, ყველაფერი პირველი, წარუშლელ კვალს ტოვებს, შემდეგ კი თანდათან ეჩვევა ადამიანი და უკვე იმდენი ემოცია ვეღარ მოაქვს. თქვენ მეკითხებით: რა გრძნობაა, როცა უამრავი ჯილდოს პატრონი ხართ? მე გპასუხობთ: არაფერი, განსაკუთრებული! ერთი კვირის წინ, ჩემი სიმღერის პრემიერა იყო რადიო ,,დარდიმანზე” და გაგეცინებათ – არც მომისმენია… უკვე ყველაფერს ჩვეულებრივად ვუყურებ…თითოეული ადამიანი, უფლის მიერ ბოძებული მისიით მოდის ამ ქვეყანაზე და თუ ვინმე რაიმეს აკეთებს, ეს უფლის ნებით, ჩვეულებრივად ხდება.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები…
სასწრაფოდ, როგორც კი მეორე წიგნის პრეზენტაციებს მოვრჩები, მინდა მესამე წიგნიც დავბეჭდო შემოდგომაზე. საქართველოს ქალთა საბჭოს დაგეგმილი ჰქონდა ფართომასშტაბიანი შემოქმედებითი საღამო თბილისში, სადაც ლექსებთან ერთად გაჟღერდებოდა ჩემი 20 სიმღერა. ეს საღამო გარკვეული დროით გადაიდო, დღევანდელი მდგომარეობის გამო.მიწვეული ვიყავი იგივე პროგრამით ჩემს მშობლიურ ტყიბულში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე მიწვევა მქონდა თიანეთში, რომელსაც განსაკუთრებით ვაფასებ, რადგან ჩემი ახალი წიგნის რედაქტორი სწორედ ტარიელ ხარხელაურია.მიწვევები მაქვს სხვადასხვა სკოლის ბიბლიოთეკებში, ველოდები ბავშვებთან შეხვედრებს, ვნახოთ როდის ავიდგამთ ფეხს…