იბრძოლონ ბოლომდე და არასოდეს არ თქვან „არასოდეს“! -მზია აბაშიძე

იბრძოლონ ბოლომდე და არასოდეს არ თქვან „არასოდეს“! -მზია აბაშიძე

„ლიდერ ქალთა საზოგადოების“ სპონსორია „მზიკოს ყვავილები“.

მაღაზია მდებარეობს ქობულეთში. ყვავილების სალონი ქალბატონი მზია აბაშიძის დედამ, ქალბატონმა ნაირა ბოლქვაძემ გახსნა და სახელიც შვილის სახელიდან გამომდინარე დაარქვა.

წლებია ყვავილების სალონი ბაზარზე სტაბილურად იკავებს საკუთარ ნიშას და ჰყავს უამრავი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი.

ყვავილების სალონის პროდუქცია ძირითადად ქალებისთვის არის განკუთვნილი.

ქალბატანი მზია მიიჩნევს, რომ ქალები განსაკუთრებულად შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები არიან. მათთვის არ არსებობს დაბრკოლების შიში.

  • ვფიქრობ, რომ ქალების შრომა და თავად ქალბატონები ყოველთვის უნდა იყვნენ წარმოჩენილნი და დაფასებულნი.
  • ქალებს ვუსურვებ ყველა მიზანი და ჩანაფიქრი ასრულებოდეთ, ყველა დასახული მიზნისთვის მიეღწიოთ.
  • ვურჩევ, იყვნენ იმედიანად, იბრძოლონ ბოლომდე და არასოდეს არ თქვან „არასოდეს“!

https://www.facebook.com/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-115720519977751

CATEGORIES
Share This