ინფექციური საავადმყოფოს პიარი კოვიდით დაინფიცირდა

ინფექციური საავადმყოფოს პიარი კოვიდით დაინფიცირდა

ინფექციური პათოლოოგიისა და შიდცის ცენტრის პიარი გიორგი ბერიძე კოვიდით დაინფიცირდა. მან ამის შესახებ საკუთარ ფეისბბუქ გვერდზე დაწერა.

გიორგი ბერიძე:

კოვიდინფიცირებული ვარ… მარტივმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ოფიციალური PCR პასუხიც უკვე მივიღე.
9 თვეა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში covid-19-ის ეპიცენტრში ვტრიალებ და არაფერი მომსვლია. ვიცავდი ყველა წესსა და რეგულაციას… სადაც და საიდანაც არ ველოდი, სწორედ იქ დავინფიცირდი. ამ ეტაპზე მდგომარეობა რთული არ მაქვს. დაბალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილით სახლში ვაგრძელებ მკურნალობას… იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება… გული მწყდება არჩევნებზე ვერ მივალ…

CATEGORIES
TAGS
Share This