,,,,კოვიდ -19″ – ით გარდაცვლილი ცნობილი ქალბატონია“  – ლალი ტურძელაძე

,,,,კოვიდ -19″ – ით გარდაცვლილი ცნობილი ქალბატონია“ – ლალი ტურძელაძე

COVID-19-ით დაღუპული მე-9 პაციენტი რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირებული სპორტსმენის დედაა – ტურძელაძე

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით მე-9 გარდაცვლილი პაციენტი ე.წ. სპორტსმენის კლასტერიდანაა.

მისი ინფორმაციით, 58 წლის გარდაცვლილი ქალი, რომელსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და დღეს გარდაიცვალა, სპორტსმენის დედაა.

“აპარატზე იყო, კარგა ხანია ჩვენთან არის. უმძიმესი პაციენტი იყო, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებით. ორი კვირა მაინც არის, რაც ჩვენთან წევს. ცნობილი ქალბატონია, სპორტსმენის კლასტერთან დაკავშირებული. სპორტსმენის დედაა,” – განაცხადა ლალი ტურძელაძემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, 33 წლის სპორტსმენი აპრილის დასაწყისში დაინფიცირდა. ის სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტსა და სოფელში იმყოფებოდა, რის გამოც კლასტერი ჩამოყალიბდა და  რამდენიმე ათეული ადამიანი კარანტინსა ან თვითიზოლაციაში გადავიდა.

CATEGORIES
TAGS
Share This