კოტე ქავთარაძე რეგიონში მედიცინის განვითარებისთვის ,პერსონა 2020 ” – ის ტიტულს მიიღებს

კოტე ქავთარაძე რეგიონში მედიცინის განვითარებისთვის ,პერსონა 2020 ” – ის ტიტულს მიიღებს

ზესტაფონის კლინიკა ფერომედის დირექტორი რადიოლოგი კოტე ქავთრაძე საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 – ის ტიტულს რეგიონში მედიცინის განვითარებაში შეტნილი წვლილისთვის მიიღებს.  დაჯილდოების ცერემონია 2013 წლიდან იმართებადა იგ სფეროს გსნვითარებასა და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის წარმატებულ ადამიანებს აჯილდოებს. კოტე ქავთარაძის ბიოგრაფია, რომელიც ცერემონიის გვერდზე განთავსდა ასე გამოიყურება.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ კოტე ქავთარაძეს ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე რეგიონში მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
კოტე ქავთარაძე 69 წლის, დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკური სკოლა, 1973 წელს დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1978 წელს ჩააბარა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, 1985 წლიდან მუშაობდა ექიმ თერაპევტად და ამბულატორიის ხელმძღვანელად სოფელ სვირში და როდინოულში.
1997 წლიდან მუშაობდა ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს მიმღები და ნერვოლოგიური განყოფილების უფროსად.
1997 წლიდან დღემდე მუშაობს კლინიკა ფერომედის დირექტორად და რადიოლოგად.
ყავს მეუღლე და სამი შვილი , მეუღლე თამარ მახათაძე, შვილები ნანა ქვთარაძე გახლავთ ექიმი კარდიოანესთეზიოლოგი , მუშაობს და მოღვაწეობს გერმანიაში. სალომე ქავთარაძე გახლავთ იურისტი, მუშაობს კონკურენციის სააგენტოში, ვაჟი ქავთარაძე ბექა მოღვაწეობს სამშენებლო ბიზნესში.

CATEGORIES
TAGS
Share This