,,ოცნების” დეპუტატი ცოტნე ანანიძე კარანტინშია

,,ოცნების” დეპუტატი ცოტნე ანანიძე კარანტინშია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი ცოტნე ანანიძე კარანტინში ქობულეთის მუნციპალიტეტში იმყოფება.  შეგახსენებთ, რომ ყველაზე მეტი დაინფიცირებული კორონა ვირუსით ქობულეთის კლასტერიდანაა სულ 25 ადამისნი. რის გამოც მთავრობის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნციპალიტეტის 4 სოფელი სრულ კარანტინში გადავიდა, რომელთა შორისაც ზემოთ ხსენებული დეპუტატიც გახლავთ.

ცოტნე ანანიძე: ,, ქობულეთის 4 სოფელი 12 აპრილიდან, განსაკუთრებული რეჟიმის პირობებშია, მათ შორის ჩემი მშობლიური სოფელი ლეღვა, ქობულეთის კლასტერის მასშტაბებიდან გამომდინარე გარდაუვალი აუცილებლობა გახდა
აღნიშნული რეჟიმის შეზღუდვა. სოფელებში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,
რეგიონის ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა კოორდინაციას უწევს, სასურთო პროდუქტისა და მედიკამენტების საკითხს, ასევე უმოკლეს დროში აქ მყოფი მოსახლეობა შეძლებს შეიძინოს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია: სასუქი და შხამ-ქიმიკატები.  როდესაც კარანტინი გამოცხადა სოფელში ვიყავი და თუმცა
არ დავტოვე ვრჩები აქ არსებული რეჟიმის მოხსნამდე, არ იქნება მართებული რომ დავტოვო მშობლიური სოფელი. ემოციური ფონი რათქმაუნდა
არის, თუმცა მოსახლეობა მხნედ და იმედიანად არის.
კოვიდ 19 წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღი ჩვენს ხელშია: სოციალური დისტანცია და რეკომენდაციების განუხრელად დაცვა. არ მქონია შეხება მაგრამ, ყოველთვის ვცდილობ დისტაცია და რეკომენდაციების დაცვა მოვახერხო.”

წყარო: ცოტნე ანანიძე

განთავსება : სოსო კავკავაშვილი

CATEGORIES
TAGS
Share This