ლეილა ბელქანია ,,პერსონა 2021″ -ის ტიტულს მიიღებს
მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ლეილა ბელქანია საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას ტიტულს მიიღებს. realinfo.ge ლეილა ბელქანიას გაესაუბრა:
შეგახსენებთ, რომ ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ყოველწლიურად 50 წარმატებული ადამიანი ჯილდოვდება პერსონას ტიიტულით.
ქალბატონო ლეილა გვითხარით თქვენი წარმატების ფორმულა.
ჩემი წარმატებაა ის, რომ შევძელი ჩემი ნიჭის გამოაშკარავება. ერთი დღეს რომ არ დავწერო, ადგილს ვერ ვპოულობ და ის დღე დაკარგული მგონია. ერთი სიტყვით, პოეზიის გარეშე სუნთქვა მიჭირს.
ძალიან დიდი ბედნიერებაა,როდესაც შენს ლექსებს მკითხველამდე მიიტან და მითუმეტეს როცა მოსწონთ.
როგორი შეგრძნება, როცა სახალხო აღიარებას იღეთ?
ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენს ლექსებს მკითხველამდე მიიტან და, მით უმეტეს, როცა მოსწონთ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი სამომავლო გეგმაა, მოვასწრო კიდევ რამდენიმე წიგნის გამოშვება. მიხარია, რომ, რისთვისაც ვიბრძოდი, მივაღწიე და წლობით მიყუჩებული ნიჭი გავაცოცხლე.
თქვენი პროფესიული უპირატესობა…
ზოგადად, ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებ სწავლა-განათლებას, მაგრამ, რადგანაც ნაადრევად შევქმენი ოჯახი, ნიჭსა და კარიერაზე არ მიფიქრია. ჩემი მიზანი ჩემი შვილების სწორად აღზრდა იყო და ვფიქრობ, მე ეს შევძელი. ახლა კი საკმარისი დრო მაქვს, ჩემი ნიჭის გაღრმავებისა და გამოაშკარავებისათვის
ახალგაზრდობაში ფილოლოგიურზე მინდოდა ჩამებარებინა – ეს ჩემს პოეტურ ხედვას უფრო მრავალფეროვანს გახდიდა.