ტარიელ კაკაბაძე ,,პერსონა-2020“ -ტიტულს მიიღებს

ტარიელ კაკაბაძე ,,პერსონა-2020“ -ტიტულს მიიღებს

ცნობილი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ,  რომელიც ხშირად გვევლინება გახმაურებული საქმეების მხარეების ადვოკატად საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერმონია ,,პერსონა -2020″  -ის ტიტულს  სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის მიიღებს, მას პროექტის საკოორდინაციო საბჭოს 21 კციანმა ბორდის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.  დაჯილდოების ცერემონია ,,პერსონა“  წელს უკვე მეექვსედ გაიმართება და ტრადიციულად სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს დააჯილდოებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში დაჯილდოებუთა შორის არიან, მომღერალი ნანი ბრეგვაძე, მსახიობები თამარ სხირტაძე , ლეილა აბაშიძე, კახი კავსაძე, ნინო ბურდული ,  კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი , ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი,  მომღერლები ირმა სოხაძე, მანანა თოდაძე და ხვები.  წარმატებული ადამიანების შერჩევა სხვადასხვა სფეროებიდან ხდება.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის ისტორია კი , რომელიც დეკემბერში პერსონა 2020 – ის ტიტულს მიიღებს ასე გამოიყურება.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ტარიელ კაკაბაძეს ,,პერსონა 2020 -ის ტიტულზე სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის,
ტარიელი კაკაბაძე დაიბადა 1990 წლის 12 აპრილს, ხონის რაიონში;
2007 წელს მან დაამთავრა ხონის #1 სკოლა ლიცეუმი და იმავე წელს გახდა გაცვლითი კურსის სტუდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში;
2008 წელს დაამთავრა Canton-Galva High School (კანზასის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები), ხოლო 2012 წელს დაამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2007-2008 წლებში ტარიელი მუშაობდა იურისტ მარკ კობის თანაშემწედ, კანზასის შტატი, აშშ
2007-2008 წლებში იყო აქტიური წევრი ორგანიზაციის „ამერიკის მომავალი ბიზნეს ლიდერები“ (Future Business Leaders of America)
2011-2014 წლებში ასწავლიდა სამართალს საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (Business Academy of Georgia).
2011-2013 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში იურისტ-კონსულტანტად;
2013-2015 წლებში იყო საადვოკატო კომპანია K&G-ის დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი;
2015 წლიდან დღემდე არის „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანების“ დირექტორი, მთავარი იურისტი და ადვოკატი;
2014 წლიდან სხვადასხვა უნივერსიტეტებში ატარებს საჯარო ლექციებს თემაზე: „ადვოკატის უნარ-ჩვევები“, „სამართლის უზენაესობა“, „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება“
2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი;
2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი თემაზე: „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება“.
ტარიელი დღემდე ეწევა აქტიურ საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის საქმეებზე;
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს

ტარიელი ასევე არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე;
2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს ბიზნესის აკადემიის საუკეთესო პედაგოგის წოდება..

CATEGORIES
TAGS
Share This