“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაში “განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2023”  წარმოგიდგენთ პროფესიით ფიზიკოსს, სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეთერ (ხათუნა) წილოსანს.

“ლიდერ ქალთა საზოგადოება” ნომინაციაში “განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის -2023” წარმოგიდგენთ პროფესიით ფიზიკოსს, სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეთერ (ხათუნა) წილოსანს.

ქალბატონი ეთერი 1982 წლიდან განათლების სფეროშია დასაკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი გზა განვლო. პროფესიიდან გამომდინარე თავიდან სასკოლო სისტემაშიფიზიკამათემატიკის მასწავლებლის სტატუსით შეაბიჯა, შემდეგ გახლდათ სასკოლო ინსპექტორი, განათლებისგანყოფილების მეთოდისტი და შემდგომში კი უფროსისმოადგილე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დაუკვე 2011 წლიდან გახდა დაბა ჩოხატაურის N1 საჯაროსკოლის დირექტორი და უკვე 12 წელია წარმატებით უძღვებადაკისრებულ მოვალეობას. ამაზე მეტყველებს აღნიშნულისკოლის მოსწავლეების უდიდეს წარმატებები სხვადასხვამიმართულებით. სკოლა ყოველთვის მოწინავეა სიახლეებისდანერგვისა და წარმატებით განხორციელების კუთხით.

მუდმივად ამაყობს საკუთარი სკოლით და ამბობს, რომ ყველამიღწევა კოლეგებთან ერთად მისი უდიდესი შრომის შედეგია:

ვიმუშავე უმძიმეს პირობებში და პერიოდში. ვაკეთეძალების დაძაბვით, მუხლჩაუხრელად, უდიდესირუდუნებით და ძალისხმევით,   ჩემი ხელმძღვანელობისდროს  დავაახლოვე და დავმეგობრეთ მეზობელისკოლების თანამშრომლები, მასწავლებლები დამოსწავლეები. მუდმივად სიახლეების ძიებაში არ დაგვაქვს წარმატებებიც, ყოველ წლიურად გვყავს ოქროსა დავერცხლის მედალოსნები, ,,ჩემი პირველი კომპიუტერისმფლობელები,  ფლექსის პროგრამის ფარგლებში 12 მოსწავლემ გააგრძელა სწავლება ოკეანის გაღმა. ჩვენიმოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისოკონკურსებში და პროექტებში, გვყავს 43 მასწავლებელი, აქედან 4 მენტორი, 18 წამყვანი და 22 უფროსიკატეგორიის.

ქალბატონი ეთერი მუდმივად ჩართულია განათლების სისტემაშიმიმდინარე რეფორმის პროცესში და მის კვალდაკვალ გახლდათფასილიტატორი, ტრენერი, კოორდინატორი, ინსტრუქტორი დაასევე არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისეროვნული ცენტრის ტრენერკონსულტანტი.

2005 წელს კონკურსის წესით დავინიშნე საგანმანათლებლორესურსცენტრის უფროსად და ვიმუშავე 2011 წლის 8 ნოემბრამდე. კონკურსის წესით შევარჩიეთანამშრომლებიც, რომლებმაც ძალიან გამიმართლ, ვმუშაობდით გუნდურობის პრინციპით, მიუხედავად თავსმოხვეული უამრავი სიახლისა ერთხელაც არდავჩოქილვართ. ამ ხნის მანძილზე  გავიარეთ უამრავიტრენინ, სემინარი და სასწავლო კურს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს დეპარტამენტების, ეროვნულიგამოცდების ცენტრის, სამთავრობო თუ არასამთავრობოორგანიზაციების მიერ დაგეგმილი, რამაც პირადად მემომცა უდიდესი თეორიული ცოდნა. პარალელურადსკოლებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოსწავლეებთან თანამშრომლობამ  კარგი  გამოცდილებაშემმატა.  

თავად როგორც  მეუღლე, ორი შვილის დედა და სამიშვილიშვილის ბებია, ამბობს, რომ საგანმანათლებლოდაწესებულებებში სწორედ ქალები დომინირებენ და თავადაც, როგორც ქალს ამ სფეროში წარმატების მიღწევაში  სწორედქალური თვისებები დაეხმარა:

მასწავლებლობა, აღზრდა, ზრუნვა ჩვენს საზოგადოებაშქალის როლთან ასოცირდება, შესაბამისადსაგანმანათლებლო სფეროში ქალების წილი დიდია. წლების გამოცდილებამ დამანახა, რომ ჩემში არისლიდერის თვისებები, შემიძლია საქმეს წარმატებითგავუძღვე, მოტივაცია მივცე ჩემი გუნდის წევრებს, აღმოვაჩინო ნიჭიერი ადამიანები და ხელი შევუწყო მათგანვითარებას. ეს ყოველივე დიდ შრომას, დროს დაენერგიას მოითხოვს.  ჩემი ქალური თვისებები, უნარებიძალიან მიწყობს ხელს ყოველდღიურ საქმიანობაში, მაგრამ, როგორც ქალს ყოველდღიურად მაქვს უამრავიპასუხისმგებლობა და ვალდებულება, როგორც სამსახურისასევე ოჯახის წინაშე, ამიტომაც ვფიქრობ, რთულიააქტიურად დასაქმებული და ლიდერი ქალის ცხოვრება.

საკუთარ მთავარ მიღწევად სკოლაში დემოკრატიული კულტურისდამკვიდრების ხელშეწყობას და მისი თაოსნობითგანხორციელებულ პროექტებს  მიიჩნევს:

შევძელი, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდესმონაწილეობის შესაძლებლობა,  ჩართული  იყვნენკომუნიკაციისა თუ გადაწყვეტილების მიღებისპროცესებში.ამით, სკოლა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას არ სურს ,იყოს იზოლირებული და საზოგადოებასმოწყვეტილი, არამედ სურს, აქტიური მონაწილეობამიიღოს ფართო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში.
სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმებით სკოლის ეზოში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებიცგმირულად დაეცნენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიწაზეოკუპანტებთან ბრძოლაში, გავუხსენით მათი სახელობისვარსკვლავები და ყოველწლიურად 25 მაისს აღინიშნება,,გმირების დღე“.
2019 წლიდან სკოლის კულტურის ნაწილი გახდა,,თანასწორობის დღე“, რომელიც ყოველწლიურადაპრილის თვის ბოლოს ტარდება და მონაწილეობას იღებსსასკოლო საზოგადოების ყველა წევრი, რაიონის სკოლებიდა მოწვეულ სტუმრები.

მიღწევად მიაჩნია ასევე თანამშრომლობა არასამთავრობოორგანიზაციებთან და საერთაშორისო კონკურსებში დაოლიმპიადებში მონაწილეობა.

თვლის, რომ ქალის როლის აღქმა ჩვენს საზოგადოებაშიკვლავაც არაერთგვაროვანია არაერთგვაროვანია:

წლებია ორგანიზაციებში ხელმძღვანელი პირი ვარ. კარგილიდერობისთვის ჩემს თავს ძალიან დიდ მოთხოვნებსვუყენებდი და ვუყენებ. ლიდერს სჭირდება უნარი, მართოსადამიანთა გარკვეული ჯგუფი, დასახოს მათთვისგარკვეული ამოცანები და გაუძღვეს მათ საერთომიზნისკენ. მოცემული უნარები და შესაძლებლობები, ჩვენს საზოგადოებაში მამაკაცისთვის შესაფერისადმიიჩნეოდა, მაგრამ თანამედროვე რეალობამ დაწარმატებულმა ქალმა, ლიდერებმა ეს სტერეოტიპიცდაანგრიეს. მთელი გულით ვგულშემატკივრობ წამატებულ, ძლიერ, ლიდერ ქალბატონებს, რომლებსაც გაცილებითდიდი დაბრკოლებები ხვდებათ კარიერულ გზაზე, ვიდრემამაკაცებს და მაინც არაჩვეულებრივად ართმევენ თავსდაკისრებულ მოვალეობებს.
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ქალი ლიდერისშემთხვევაში კომპანიისა თუ ბიზნესის მოგება 50%-ითმაღალია,  აგრეთვე მაღალ პოზიციებზე მყოფი ქალებიუფრო მეტად ქმნიან თანამშრომლებსა დადასაქმებულებზე მორგებული პოლიტიკისა დაპროგრამებს. თანამედროვე გამოცდილება აჩვენებს, რომქალები ძალიან წარმატებულად ასრულებენ დაკისრებულმოვალეობებს ყველა სფეროში.

ლიდერობის, ხელმძღვანელობისა და წარმატების საკუთარიმრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით ქალბატონიეთერი ქალბატონებს, რომლებიც ახლა დგანან საკუთარიკარიერის დასაწყისში, ურჩევს:

მთავარი არის ერთადერთი რამთავდაჯერებულობა!  სასიცოცხლოდ აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარითავის, საკუთარი შესაძლებლობების, არჩევანი, გქონდეთ სწორი თვითშეფასება, გიყვარდეთ შრომა, სწავლა და განვითარება. საუკეთესო შემთხვევაში, ამყოველივეს გათავისება ბავშვობიდან უნდა დაიწყოთ, ამიტომ მშობლებს, დედებს მოვუწოდე, დაეხმარეთთქვენს შვილებს ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების!ამისათვის ჯერ თქვენ უნდა ირწმუნოთ მათი!
CATEGORIES
Share This