
ლიდერ ქალთა საზოგადოება – წარმატებული ქალბატონების პლატფორმა!
ლიდერ ქალთა საზოგადოება წარმოადგენს წარმატებული ქალბატონების პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებას და მხარდაჭერას სხვადასხვა სფეროში. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს წარმატებულ ქალბატონებს და ქმნის კონტაქტების ბაზას, რომელიც დღეისთვის 1000 წევრს ითვლის და მიზნად ისახავს 5000-მდე გაზრდას.
ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს მედია საშუალებებთან, როგორიცაა რუსთავი2, პალიტრა TV და რადიო, რაც მათ საქმიანობას უფრო ხილვადს ხდის. ვატარებთ ტრენინგებს აქტუალურ თემებზე, როგორიცაა გაციფრულება, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა და თვითრწმენის გაძლიერება. ასევე ორგანიზებას უკეთებენ შიდა და გარე ტურებს, სადაც წევრები ეცნობიან სხვადასხვა კულტურას, მიდგომებს და ეკონომიკურ გარემოს.
ლიდერ ქალთა საზოგადოება აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. ისინი ეხმარებიან უმწეო დედებს პროფესიების შესწავლასა და სამუშაოს პოვნაში. ორგანიზაცია ასევე მუშაობს პატიმარ ქალებთან, ატარებს მათთვის კონცერტებს, ტრენინგებს და უზრუნველყოფს სამუშაო მასალებით. მსგავსი დახმარება მიეწოდება არასრულწლოვან პატიმრებსაც. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შშმ პირებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ სრულყოფილად და არ მოწყდნენ საზოგადოებას.
ორგანიზაცია მართავს წარდგენის საღამოებს, სადაც მინიმუმ 500-700 ადამიანი იკრიბება, ეცნობიან ერთმანეთს და ამყარებენ პროფესიულ კონტაქტებს.
ფინანსური მხარდაჭერა ძირითადად მოდის სიმბოლური საწევრო შენატანებიდან, ასევე “ბიდისი აკადემიისგან”, რომელიც მუდმივად დგას ორგანიზაციის გვერდით.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქალების პროფესიულ ზრდას, სოციალურ პასუხისმგებლობას და საზოგადოებრივ ინტეგრაციას.