ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია “THE MASSAGE TBILISI”

ლიდერ ქალთა საზოგადოების სპონსორია “THE MASSAGE TBILISI”

მივესალმოთ ჩვენს პატივცემულ მკითხველს! დღეს ჩვენ გვაქვს სიამოვნება წარმოგიდგინოთ ლუკა ჩანადირი, სერტიფიცირებული მასაჟისტი. ლუკა ამჟამად ფლობს ცხრა საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და გამოცდილებას პროფესიონალური მასაჟის სერვისების მიწოდებაში. ლუკა გთავაზობთ მრავალფეროვან სერვისებს, რომლებიც მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე-როგორც სამკურნალო, ასევე კოსმეტიკურ, სარელაქსაციო, ზოგად გამაჯანსაღებელსა და ბავშვთა სამკურნალო მასაჟების მიმართულებით.

ლუკა მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს თავისი უნარები, მესამე წელია, რაც აქტიურად  მუშაობს ამ სფეროში.  „ყოველწლიურად ვცდილობ განვვითარდე და უფრო გავაფართოვო შეთავაზებები“.

„ერთ წლიანმა კლინიკაში მუშაობამ მომცა ძალაინ დიდი გამოცდილება სამკურნალო მასაჟის მიმართულებით“, მასაჟის თერაპიის კონკურენტულ სამყაროში ლუკა ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ცოდნა და გამოცდილება თამაშობს ბაზარზე საკუთარი თავის დამკვიდრებაში.

ლუკა აღნიშნავს, რომ გასული წელი მისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა „გასული წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, როგორც სამუშაო კუთხით, ასევე კმაყოფილი მომხმარებლებით

ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ვხედავთ სამკურნალო შემთხვევებში გაჯანსაღებულ პაციენტებს, სარელაქსაციო პროცედურების შემდეგ ბედნიერ სახეებსა და ყველაზე სასიამოვნო შეფასებას “თითქოს ხელახლა დავიბადე”“

ახალი წლის დადგომასთან ერთად, ლუკა აგრძელებს სწავლისა და ინდუსტრიის ინოვაციების დაუფლებას, მუდმივი განათლებისადმი ეს ვალდებულება ხაზს უსვამს პროფესიის დინამიურ ბუნებას, სადაც მასაჟისტები, როგორიცაა ლუკა, ცდილობენ თავიანთ პრაქტიკაში ჩართონ უახლესი ტექნიკა და მიდგომები.

„”The Massage Tbilisi” ლიდერ ქალთა საზოგადოებას სთავაზობს თბილისში უნიკალურ პროცედურას.  პროცედურას, სადაც კეთდება თავის სპა მასაჟი, პროცედურა 75-80 წუთი გრძელდება და მუშავდება მთელი სხეული და განსაკუთრებით თავის თმიანი ნაწილი, წყლის თაღოვანი დინება, ორთქლის აბაზანები  და ვულკანური ქვების თერაპია გათავისუფლებთ სტრესისგან, გხსნით დაძაბულობას და განიჭებთ მაქსიმალურ სიამოვნებას.“

სივრცე, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ  მდებარეობს ვაკეში, ჭავჭავაძის 58 ნომერში.

“The Massage Tbilisi” გიწვევთ განიცადოთ ეს განსაკუთრებული გამოცდილება. ლუკა ჩანადირის გამოცდილება და ინდივიდუალური სპეციფიკა გვპირდება დაუვიწყარ სიამოვნებასა და რელაქსაციას, გაახალგაზრდავებისა და დასვენებისათვის.

არ გაუშვათ შანსი, გააცოცხლოთ თქვენი სხეული და გონება.

დაიწყეთ თქვენი გამაჯანსაღებელი მოგზაურობა “The Massage Tbilisi”-ით – სადაც სიამოვნება ხვდება სიმშვიდეს.

CATEGORIES
Share This