ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში “ საუკეთესო კოსმეტოლოგ-ინექიცონისტი-2023”  წარმოგიდგენთ წარმატეულ ექიმ-ინექციონისტსა და კოსმეტოლოგს, ულამაზეს ქალბატონს ნათია ჯანჯღავას.

ლიდერ ქალთა საზოგადოება ნომინაციაში “ საუკეთესო კოსმეტოლოგ-ინექიცონისტი-2023” წარმოგიდგენთ წარმატეულ ექიმ-ინექციონისტსა და კოსმეტოლოგს, ულამაზეს ქალბატონს ნათია ჯანჯღავას.

ამბობს, რომ საკუთარი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისად, მუდმივად ივსებს პროფესიულ ცოდნას. იხსენებს, რომ მისთვის ამ მხრივ ახალი ეტაპი 2 წლის წინ, “ბიდისი აკადემიიდან” დაიწყო, შემდეგ კი მიღებული ცოდნა ევროპული ესთეტიკის ცენტრში განავითარა, სადაც შეისწავლა კლასიკური და ინექციური კოსმეტოლოგია.
მუდმივად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში, კონგრესებსა და კონფერენსიცებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ამბობს, რომ სწორედ დაგროვილი ცოდნამ და გამოცდილებამ მისცა საშუალება, გაეხსნა საკუთარი კოსმეტოლოგიური კაბინეტი. პარალელურად მუშაობს სხვადასხვა ესთეტიკის ცენტში, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მიწვეული ექიმის რანგში.
მისი პროფესიონალიზმი, ზუსტი ხედვა, ხარისხიანი მასალები და უნაკლო შესრულება მის ხელწერას გამორჩეულს ხდის და შედეგად ჰყავს უამრავი მადლიერი პაციენტი.
მიაჩნია, რომ ამ ეპოქის ქალები, არათუ სუსტი სქესი, არამედ, მამაკაცებზე ძლიერებიც კი არიან:
• ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ქალები გაცილებით ძლიერები არიან ნებისმიერ სფეროში, ვიდრე მამაკაცები. კონკრეტულად სილამაზის სფეროში, კი ვფიქრობ, სადავეები ქალებს გვიჭირავს და ჩვენ ვართ უდავოდ წამყვანები. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ შესაძლებლობებს და სურვილებს გენდერი არ აქვს და მიზანდასახულობითა და თავდაუზოგავი შრომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.
• ვამაყობ იმით ,რომ ვარ ქალი და ვარ ძლიერი, შემდგარი პერსონა. ვარ სამი შვილის დედა და მიუხედავად ჩემი ასაკისა,გადავწყვიტე ცხოვრება თავიდან დამეწყო.ვახერხებ,რომ ვისწავლო,ვიმუშავო და ამასთანავე, ვიყო მზრუნველი და ყურადღებიანი დედა,რასაც ვფიქრობ, რომ თავს წარმატებით ვართმევ.
მიაჩნია, რომ სწორედ ქალად ყოფნაა მისი მთავარი ძალა და სხვა შემთხვევაში ამდენ რამეს უბრალოდ ვერ შეძლებდა.
• ჩემი მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა ჩემი შვილებია. მინდა, მალდობა გადავუხადო ყველა ლექტორს, კოლეგას, ჩემი ოჯახის წევრებს ,მეგობრებს და ყველას, ვისაც სჯეროდა ჩემი ,რომ შეუძლებელს შევძლებდი. მე კვლავ მზად ვარ ახალი გამოწვევებისათვის და განვითარებისათვის, რადგან წინ დიდი მიზნებია.
ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, როგორ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, ქალბატონი ნათია, რომელმაც უკვე წარმატებით გაიარა ცხოვრების ეს ეტაპი, ურჩევს:
• სწავლას,მიზნების მიღწევასა და ოცნებების ასრულებას ასაკი და ზღვარი არ გააჩნია, ამიტომ იბრძოლეთ!განვითარდით! არ გაჩერდეთ! არ იფიქროთ, რომ გვიანია და ვერ შეძლებთ.!ყველაფერი წინაა და არ აქვს მნიშვნელობა, როდის და რა ვითარებაში დაიწყებთ, მთავარია მუდმივი სწრაფვა, შემართება, განვითარება და აუცილებლად მიაღწევთ სანატრელ ფინიშს!

CATEGORIES
Share This

COMMENTS