“ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია შპს ემ ჯგუფის მიერ წარმოებული უგემრიელესი, არომატული ყავა “მაია”.

“ლიდერ ქალთა საზოგადოების” სპონსორია შპს ემ ჯგუფის მიერ წარმოებული უგემრიელესი, არომატული ყავა “მაია”.

 

ყავა მაია გთავაზობთ ორი განსხვავებული სახეობისყავას სხვადასხვა ზომის შეფუთვით, რობუსტაკლასიკსა და რობუსტა გოლდს, რომელთაცგანასხვავებს სიძლიერე და მოხალვის დონე.

 

            ყავამაიას ისტორია 1999 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქ ქობულეთში ქალბატონმა მაიაბოლქვაძემ მეუღლესთან ერთად თავიანთ მცირებიზნესში, საკუთარ პატარა მაღაზაში პირველი ყავისსაფქვავი აპარატი შემოიტანა.

 

1998-1999 წლებში ოჯახის ახლობელმაბულგარეთიდან ჩამოიტანა ყავის საფქვავიწისქვილი და გვირჩია ჩვენც შეგვეძინა მსგავსი. იდეა მოგვეწონა, მაგრამ არასაკმარისიფინანსების გამო ყიდვა ვერ შევძელით, თუმცაბატონმა ნოდარმა,ქალბატონი მაიას მეუღლემ ანუმამაჩემმა, გადაწყვიტა თავადვე აეწყო მსგავსიპარატი. მართლაც მალევე მან საკუთარი ხელითააწყო იმ წისქვილის ანალოგი და სწორედ აქედანდაიწყო ჩვენი პატარა ბიზნესი. – იხსენებსბრენდის დამფუძნებელი, ქალბატონი მაიას ვაჟი, ბატონი მირიანი.

 

ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ხელის ყავისსაფქვავი აპარატი აქტიურად გამოიყენებოდა ყველაოჯახში და უგემრიელესი ყავა, რომელიც ქალბატონიმაიას მაღაზიაში იყიდებოდა, ძალიან პოპულარულიგახდა მთელს რაიონში. შესაბამისად ხალხმაიმისათვის, რომ ერთმანეთისთვის მარტივადმიენიშნებინათ სად იყიდებოდა კარგი ყავა, რომელიუნდა წამოეღოთ თუკი ერთმანეთს აბარებდნენ, მარტივადმაიას ყავადაარქვეს.

 

შემდგომში, როცა გადავწყვიტეთ ქსელისგაფართოება, პროდუქციას დავარქვითმაია”, რათა ხალხი ადვილად მიმხვდარიყო, რომ ესსწორედ ის მათთვის ასე საყვარელი მაიას ყავაიყო, რომელიც მაიას მაღაზიაში იყიდებოდ.

 

 

ბრენდირებული ყავის შექმნის იდეის გაჩენისთანავეძმებს, ბატონ მირიანსა და ბატონ მირზას ბევრი არუფიქრიათ სახელზე და სწორედ დედის სახელიმაიადაარქვეს, რომელიც ასე ნაცნობი იყო ქობულეთშიკარგი ყავის ყველა მოყვარულისთვის.

ბატონი მირიანი ამბობს, რომ , სამწუხაროდ, ყავისმაღალი ფასიდან გამომდინარე, ბევრი კომპანიაცდილობს ფასის შემცირებას სხვადასხვა მინარევებისგზით, რაც რა თქმა უნდა მოქმედებს ყავის ხარისხზე.

 

ჩვენი ხედვა განსხვავებულია და ვცდილობთ, რომჩვენი პროდუქტი იყოს მხოლოდ და მხოლოდუმაღლესი ხარისხის, ავა ყოველგვარი მავნემინარევის გარეშე, 100%-ით ნატურალური, რაცვფიქრობ ჩვენი კომპანიის წარმატების გასაღებია.

 

ბატონი მირიანი, რომლის ბრენდსაც სწორედ ქალისსახელი ჰქვია და ბიზნესის განვითარების ისტორიაცსწორედ ქალს, დედას, ქალბატონ მაიას უკავშირდება, გვიზიარებს კომპანიის დამოკიდებულებას ქვეყანაშიქალთა როლის შესახებ:

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი პროდუქციისმომხმარებელთა დაახლოებით 70% ქალია, ჩვენვცდილობთ ყოველ მომდევნო გადადგმულნაბიჯზე გავითვალისწინოთ ქალბატონებისშეხედულებები და სწორედ ასე ვქმნით ახალროდუქციას. ამასთანავე ჩვენთან დასაქმებულიადამიანების უმეტესობა ქალია. და რომ არაქალბატონი მაია, თავისი მტკიცე ხასიათით, ბრძოლისუნარიანობითა და კარგი იდეებით, დღეს ყავამაიაარ იარსებებდა.

 

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ქალბატონებს აქვთ ბევრიგანსხვავებული ხედვა მამაკაცებისგანგანსხვავებით, რომელიც აუცილებელიაწარმატების მოსაღწევად, მთავარიათავდაჯერებულობა და მათი იდეების ხმამაღლაგაჟღერება. ასე რომ, მათი როლი საზოგადოებაშიძალიან მნიშვნელოვანია და 21 საუკუნეშისაბოლოოდ უნდა დაიმსხვრე სტერეოტიპიქალმხოლოდ სამზარეულოში”, რათა ბევრიწარმატებული ქალი ვიხილოთ მომავალში ფართოასპარეზზე.

 

ქალებს, რომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯებს ბიზნესსათუ კარიერაში კომპანიის დამფუძნებლები ურჩევენ:

 

ქალი სუსტი არსებაა”-  ესაა სტერეოტიპი ჩვენსსაზოგადოებაში, რომელსაც თვითონქალბატონებიც იჯერებენ და საზღვრებს უწესებენთავიანთ თავს, თითქოს რაღაცის გაკეთება არშეუძლიათ. ეს მცდარი შეხედულებაა დაქალბატონებს ვუსურვებთ, რომ იყვნენ მეტადთავდაჯერებულები, მიზანდასახულები და ისინიაუცილებლად გახდებიან წარმატებულები!