ლიდერ ქალთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში!

ლიდერ ქალთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში!

🌟 ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი, გრანდიოზული, საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 2024 წლის 2 თებერვალს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტ ბათუმში გაიმართა! 🌟

🌟 კონფერენციის მიზანი გახლდათ ლიდერ ქალთა საზოგადოების პრეზენტირება, სამომავლო გეგმებისა და ხედვების გაზიარება ლიდერ ქალთა საზოგადოებით დაინტერესებული ქალბატონებისათვის.

🌟 ლიდერ ქალთა საზოგადოების მიზანია ხელი შეუწყოს ქალბატონებისა და ბიზნესის განვითარებას. წაახალისოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ ახალი და საინტერესო პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს მიღმა.

🌟 გამოავლინოს და საზოგადოებას აქტიურად გააცნოს საქმიანი, წარმატებული ქალბატონები, რომლებიც ქმნიან დღევანდელ ბიზნეს-გარემოს. ორგანიზაცია გახლავთ აპოლიტიკური და ორიენტირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერებაზე.

🌟 კონფერენცია გახლდათ საერთაშორისო და ითვალისწინებდა, როგორც ადგილობრივ ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქალბატონების ჩართულობას.

CATEGORIES
Share This