ლიდერ ქალთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენცია ზუგდიდში

ლიდერ ქალთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენცია ზუგდიდში

✨ ლიდერ ქალთა საზოგადოების საერთაშორისო კონფერენცია ზუგდიდში – 21 აპრილი ✨

✨ 21 აპრილს, ქ. ზუგდიდში გაიმართება ლიდერ ქალთა საზოგადოების მომდევნო საერთაშორისო კოონფერენცია. შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ქალბატონებისა და ბიზნესის განვითარებას.

✨ წაახალისოს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები, რომლებიც განვითარებას არ
წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ ახალი და საინტერესო პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს,
როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს მიღმა.

✨ გამოავლინოს და საზოგადოებას აქტიურად გააცნოს საქმიანი, წარმატებული ქალბატონები, რომლებიც
ქმნიან დღევანდელ ბიზნეს-გარემოს.

✨ ორგანიზაცია გახლავთ აპოლიტიკური და ორიენტირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერებაზე.

✨ პროექტი არის საერთაშორისო და ითვალისწინებს, როგორც ადგილობრივ ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქალბატონების ჩართულობას.

✨ კონფერენცია იმართება ყოველთვიურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ასევე საქართველოს მიღმა.

✨ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა შეავსონ კონფერენციის განაცხადი, განაცხადის ფორმაში, რომელიც წარმოდგენილია ქვემოთ:

✨ https://forms.gle/bB5noXD1W9BcBzRg6

✨ მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

CATEGORIES
Share This