რესტორანი ,,OLD SCHOOL” – და ირაკლი სარიშვილი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

რესტორანი ,,OLD SCHOOL” – და ირაკლი სარიშვილი ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულს მიიღებს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წაროგიდგენთ ირაკლი სარიშვილს ,,პერსონა 2020″ -ის ტიტულზე სარესტორნო ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. იგი ბრენდულ რესტორან ,,OLD SCHOOL” – ს ხელმძღვანელობს, რომელიც შალვა დადიანის თვრამეტ ნომერში მდებარეობს .
,,მე ვარ ირაკლი სარიშვილი, 25 წლის. რესტორატორი. 12 წლისა შრომით დავინტერესდი და სანამ ჩემი თანატოლები ომობანათი ერთობოდნენ, სამზარეულოში დამხმარედ ვმუშაობდი. მივხვდი, რომ სარესტორნო საქმე მომწონდა და მიმტანობიდან და ბარმენობიდან ბუღალტერიის, მომარაგებისა და ადმინისტრაციის ჩათვლით ყველა ეტაპი შევისწავლე და მივხვდი, რომ მინდოდა ჩემით მეკეთებინა ეს საქმე. პარტნიორებთან ერთად Old School-ი გავხსენით. ესაა სივრცე, სადაც გაერთიანებულია ჩინებული სამზარეულო უამრავი ვარიაციით და მაღალი კლასის მომსახურებით, ხელოვნება და კარგი მუსიკა. ზოგადად, საქართველოში მომსახურების სფერო, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემატურია. არ გვაქვს არც მომსახურების და არც მომხმარებლის კულტურა. აუცილებელია როგორც კარგი კადრის, ასევე შესაბამისი მომხმარებლის აღზრდაც, რომელსაც ეცოდინება რას ნიშნავს მაღალი სტანდარტები, როგორ მოითხოვოს სწორად და როგორი უნდა იყოს კოლაბორაცია სტუმარსა და მასპინძელს შორის. რადგან მჯერა, რომ დევიზი ,,We are ladies and gentlemen serving ladies and gentlemen” მიუთითებს ჰორეკა ბიზნენსის მაღალ ლეველზე და არა ერთ-ერთი მხარის უპირობო უპირატესობა და იმედია, ჩვენ ამას მივაღწევთ.
დღევანდელი ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე , იძულებული გავხდით რესტორნის გარკვეული ნაწილი დაგვეკეტა და შემცირებული ხარჯით რაც შეიძლება მეტი დაგვესაქმებინა . მაქსიმალურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ საზოგადოებრივ აქტივობაში ჩავერთოთ, ან ჩვენ წამოვიწყოთ სასარგებლო საზოგადოებრივი საქმე. და ვფიქრობ, აქაც წარმატებულები ვიქნებით. რადგან კარგი საქმის კეთებაც უპირობოდ არის წარმატება.”
CATEGORIES
Share This