ლიდერ ქალთა საზოგადოების საქმიანი ვიზიტი იტალიაში, რომში

ლიდერ ქალთა საზოგადოების საქმიანი ვიზიტი იტალიაში, რომში

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება ოფიციალური ვიზიტით გახლდათ მიწვეული იტალიაში, კერძოდ კი რომში, საქმიანი ვიზიტით.

 

ვიზიტი ითვალისწინებდა  “Sant’Egidio”-ს საქმიანობის შესწავლასა და მათი ჰუმანიტარული დახმარების, კონფლიქტების მოგვარებისა და სოციალური მუშაობის სტრატეგიების გაცნობას.

სანტეჯიდიო არის საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1968 წელს რომში, იტალიაში. მისი დამფუძნებელი იყო ანდრეა რიკარდი.

ორგანიზაციის მთავარი მიზანია სოლიდარობა. საზოგადოება აქტიურადაა ჩართული  საგანმანათლებლო სფეროში და მათი წევრებისა თუ სტუდენტების  სოციალურ ინტეგრაციაში.

ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და სანტეჯიდიოს შეხვედრა იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, ინფორმაციების-გამოცდილების გაზიარებისათვისა და ახალი უნარების, თუ შესაძლებლობების ათვისებისათვის.შეხვედრაზე მხარეებმა გააცვალეს საინტერესო გამოცდილება და ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ.

ლიდერ ქალთა საზოგადოებამ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა, სადაც მიმოიხილა ორგანიზაციის მისია, მიზნები და საქმიანობები. სანტეჯიდიომ კი გააცნო მათ თავისი წევრები, ისაუბრა ორგანიზაციის ისტორიაზე, ღირებულებებსა თუ იმ მრავალფეროვან სოციალურ პროექტებზე, რომლებსაც ისინი ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციულად დატვირთული ორივე მხარისთვის. მათ დააფასეს ერთმანეთის გამოცდილებები და შეხედულებები. ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებმა მიიღეს ფასდაუდებელი ცოდნა ასეთი დიდი და გამოცდილი საქველმოქმედო ორგანიზაციისაგან. მათ შთაგონება და ინსპირაცია გაიღრმავეს სანტეჯიდიოსგან საკუთარი საქმიანობის გაფართოებისა და გაუმჯობესებისთვის.

სანტეჯიდიოს წარმომადგენლებმაც დიდი ინტერესით მოუსმინეს ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებს. ქალბატონებმა ისაუბრეს საკუთარი საქმიანობების  შესახებ და თავიანთი ორგანიზაციები წარადგინეს.

შეხვედრის ბოლოს, ლიდერ ქალთა საზოგადოებამ “Sant’Egidio”-ს  სამადლობელი წერილი გადასცა. მონაწილეებს კი გადაეცათ სერტიფიკატები.

ორივე მხარემ გამოხატა სურვილი, რომ კიდევ უფრო გააღრმავონ თანამშრომლობა სამომავლოდ სხვადასხვა სოციალური და საქველმოქმედო პროექტების განხორციელების მიზნით.

კიდევ ერთხელ დავვრწმუნდით, რომ ამგვარი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი და ხელშემწყობი იქნება ორივე ორგანიზაციისთვის.

CATEGORIES
Share This